ონიქომიკოზი ან ფრჩხილის სოკო_არის ფრჩხილის ზედაპირული ინფექცია, რომელსაც ახასიათებს ფრჩხილის გასქელება, გაყვითლება. დაავადებული ფრჩხილი სუსტდება, ხდება მყიფე.
სოკო ვრცელდება ნესტიან, თბილ და ბნელ ადგილებში, ამიტომ არის ფეხის ფრჩხილები მისთვის იდეალური გარემო.
ამ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო გზაა ხელნაკეთი, უსაფრთხო, ბიუჯეტური და ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალებები.
შემოგთავაზებთ ეფექტური ხელნაკეთი საშუალების რეცეპტს, რომელიც სწრაფად და უსაფრთხოდ მოგაშორებთ სოკოს.
მოცემული მეთოდით მკურნალობისთვის დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 5 ს. კ. ეთილის სპირტი 95%-იანი
- 5 ს. კ. წყალბადის ზეჟანგი
- 2 ს. კ. თეთრი ძმარი
მომზადებისა და მოხმარების წესი:
- მინის ჰერმეტულ კონტეინერში ჩაასხით წყალბადის ზეჟანგი, დაამატეთ სპირტი და ურევთ 2 წუთის განმავლობაში. მომზადებულ ნარევს დაამატეთ თეთრი ძმარი და კარგად აურიეთ.
- კონტეინერს მჭიდროდ დაახურეთ და შეინახეთ გრილ, ბნელ და მშრალ ადგილას.
- ფეხები დაიბანეთ და კარგად შეიმშრალეთ. ბამბის ფირფიტა გააჯერეთ მომზადებული ნარევით და გულმოდგინეთ წაისვით ფრჩხილებზე.
პროცედურა ჩაიტარეთ დღეში 2-ჯერ. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა მინიმუმ 2 კვირა. გისურვებთ ჯანმრთელობას!