მუცლის შებერილობა საკმაოდ უსიამოვნო პრობლემაა, რომელიც შეიძლება საჭმლის მომნელები ტრაქტის პრობლემებისა და ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესების სიმპტომი იყოს.
შებერილობის პარალელურად ჩნდება ტკივილი, გულძმარვა, გულისრევა და ჭარბი აირების წარმოქმნა. საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი და შაკიკი.
გარკვეული საკვების მიღება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემების გავრცელების მიზეზი ხდება, ამიტომ აუცილებელად უნდა შეზღუდოთ მათი მიღება და დაიწყოთ ისეთი სასარგებლო პროდუქტების მოხმარება, რომლებიც დაგეხმარებათ მოცემულო პრობლემის მოგვარებაში.
შემოგთავაზებთ იმ პროდუქტთა ჩამონათვალს, რომელთა გამოყენებით შეძლებთ ყაბზობისგან და მეტეორიზმისგან გათავისუფლებას.
1. ძირა
ძირა ხელს უწყობს ნაწლავებისთვის სასარგებლო ბაქტერიების გამომუშავებას, რომლებიც აუცილებელია ანთების შესამცირებლად და ნაწლავის მოძრაობის სტიმულირებისთვის.
2. პიტნის ჩაი
პიტნა ეფექტურია რელაქსაციისთვის. პიტნის ჩაი ხელს უწყობს ნაწლავებისა და კუჭის კედლების მოდუნებას, გიმსუბუქებთ ტკივილს და ასტიმულირებს ნაწლავებში დაგროვილი აირების გამოდევნას.
3. ჯანჯაფილი
ჯანჯაფილი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც კურნავს და ებრძვის კუჭ-ნაწლავის დაავადებებსა და პრობლემებს. დაამატეთ ჯანჯაფილი კერძებს და დაივიწყეთ საჭმლის მონელების პრობლემები.
4. პაპაია
პაპაია შეიცავს ფერმენტს, პაპაინს, რომელიც პასუხისმგებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების გამომწვევი მიკროორგანიზმების აღმოფხვრაზე.
5. ლიმონი
ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული ლიმონიანი წყლის რეგულარულად მიღება დაგეხმარებათ ორგანიზმის გაწმენდასა და საჭმლის მონელების ნორმალიზებაში. სამკურნალო ნარევი მიიღეთ უზმოზე.
6. გვირილა
ყოველი ჭამის წინ დალიეთ გვირილას ჩაი. ანთებისა და სპაზმის საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული გვირილა მოგიხსნით დისკომფორტს, შეგიმსუბუქებთ ტკივილს, გაგათავისუფლებთ მუცლის შებერილობისგან, მეტეორიზმისგან.
7. ანანასი
ანანასის ფერმენტები იცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. ეს გემრიელი ნაყოფი მდიდარია მინერალებით. მიირთვით ანანასი ან მოამზადეთ ნატურალური უშაქრო წვენი.
8. ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბუნებრივი წამალია. ეს უებარი საშუალება ეფექტურად გამოიყენება მრავალი დაავადების წინააღმდეგ. ვაშლის ძმარი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, აფერხებს ჭარბი აირების წარმოქმნას.
მიიღეთ ყოველი ჭამის წინ ჩაის კოვზი ვაშლის ძმრისა და ფინჯანი თბილი წყლის ნარევი და გათავისუფლდით მუცლის შებერილობისგან და მეტეორიზმისგან.