პიროვნების ტესტის მრავალი განსხვავებული ტიპი არსებობს. მათ შორის ყველასათვის საყვარელი ტიპია ოპტიკური ილუზია, რომელიც თქვენს ტვინში სწორედ იმ მომენტში წარმოიქმნება, როცა გარკვეული კავშირები ზედმეტია.
ადამიანის თვალით დანახულის ინტერპრეტაციისათვის ტვინი წამში ამუშავებს მილიონ ბიტ ინფორმაციას, მაგრამ მათი არც თუ ისე მცირე ნაწილი სწორად არ არის დამუშავებული. ტვინი მიგვითითებს სწორედ იმაზე, რაც ყველაზე პრიორიტეტულია ჩვენთვის და მას აქვს უნარი, გააქროს ყველაფერი ზედმეტი გარშემო.
კარგი ოპტიკური ილუზია იყენებს ამ პროცესს ტვინში და თავდაყირა აყენებს საგნებს. ასე რომ, თუ გსურთ გაიგოთ თქვენ შესახებ ცოტათი უფრო მეტი, კარგად დააკვირდით ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოს და მიიღეთ გადაწყვეტილება, რა დაინახეთ პირველ რიგში.
ოპტიკური ილუზია N1
კარგად დააკვირდით ფოტოს. რა დაინახეთ პირველად?
თუ თქვენ ხედავთ ნიანგს ე.ი. მიეკუთვნებით იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელებიც მთლიანად აღიქვამენ სურათს და შეუძლიათ დაკმაყოფილდნენ ისეთი უბრალო რამით, როგორიცაა მაგალითად, ბუნებაში გასეირნება და ვერ ხედავენ განსაკუთრებით მნიშვნელოვანს. არსებობს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საგნები, რომლებზედაც ყურადღება უნდა გაამახვილოთ.
თუ თქვენ დაინახეთ ნავი ყურადღებას აქცევთა ყველა დეტალს და შეუმჩნეველი არაფერი გრჩებათ. თქვენ ხართ უნიკალური, არაჩვეულებრივი და კრეატიული. მთავარია, ყველა წვრილმანს ყურადღება არ მიაქციოთ, არ დაგავიწყდეთ სურათის მთლიანობაშიც აღქმა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ მხატვარი ან სტუდენტი ხართ, რადგან პროექტზე მუშაობისას შეიძლება ისე გაგიტაცოთ უმნიშვნელო დეტალმა, რომ დაივიწყოთ მთელი ამოცანის შესრულება.
ოპტიკური ილუზია N2
კარგად დააკვირდით ფოტოს. რა დაინახეთ პირველად?
თუ თქვენ ხედავთ სვეტებს, მიუთითებს იმაზე, რომ უპირატესობას ანიჭებთ კომფორტსა და უსაფრთხოებას, მაგრამ ცხოვრებაში მნიშვნელოვანს ვერ მიაღწევთ თუ არ გაერიდებით კომფორტს. და კიდევ მიუთითებს იმაზე, რომ ხშირად ოცნებობთ თქვენს მიზნებზე და კარგავთ ძვირფას დროს, რომელიც დაგეხმარებათ მათ რეალურად მიღწევაში.
თუ თქვენ დაინახეთ ადამიანები, მეტყველებს იმაზე, რომ თავისუფლები მოყვარული პიროვნება ხართ და შეგიძლიათ უყოყმანოდ დატოვოთ ამჟამინდელი ადგილი. ცხოვრება არასდროს გეჩვენებათ მოსაწყენი. თქვენ ცნობისმოყვარე და კეთილი სული გაქვთ.