როგორ მოვამზადოთ ტორტი “სნიკერსი”. ეს საოცრება დაგემოვნებისთანავე შეგიყვარდებათ

შემოგთავაზებთ საოცრად გემრიელი და არომატული დესერტის, ,,სნიკერსის“, რეცეპტს. ეს ნუგბარია, რომლის გემოს ვერ  დაივიწყებთ. მიჰყევით მოცემულ რეცეპტს და მოამზადეთ ეს გემრიელობა.

არაქისის (მიწის თხილის) კარაქის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მარილი ნახევარი ჩ. კ.
  • მიწის თხილი 100 გრ
  • შაქრის ფხვნილი 1 ჩ. კ.

კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნაღები 20% ცხიმიანობის 140 გრ
  • შაქარი 220 გრ
  • შაქრის სიროფი (მომზადების წესს ქვემოთ შემოგთავაზებთ) 250 მლ
  • თბილი რძე 80 მლ

შაქრის სიროფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შაქარი 350 გრ
  • წყალი 150 მლ
  • ლიმონმჟავა 2 გრ
  • სოდა 1,5 გრ

ნუგას მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • არაქისის კარაქი 65 გრ
  • შაქრის სიროფი 30 გრ
  • შაქრის ფხვნილი 330 გრ
  • წყალი 60 მლ
  • 2 ცალი კვერცხის ცილა
  • მარილი 2 ჩ. კ.

შოკოლადის განაშის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • შოკოლადი 400 გრ
  • ნაღები 20%-იანი ცხიმიანობის 200 მლ
  • მიწის თხილი 250 გრ

მომზადების წესი:

  1. 250 გრ კარაქი მიწის თხილი გარეცხეთ გამდინარე წყალში და ხელსახოცით კარგად შეამშრალეთ.
  2. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, დაყარეთ მიწის თხილი, თანაბრად გაანაწილეთ და 5 წუთით შედეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში. შემდეგ მოხალულ თხილი დაგჭირდებათ კარამელის მოსამზადებლად.
  3. მოამზადეთ საშუალო ზომის საცხობი ფორმა, დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და წაუსვით კარაქი.
  4. ამზადებთ შაქრის სიროფს: სქელძირიან ქვაბში აურიეთ შაქარი, წყალი და ლიმონმჟავა. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ და აადუღეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ სოდა და ურევთ, სანამ ბუშტუკები არ გაქრება.
  5. არაქისის კარაქის მოსამზადებლად 100 გრ მიწის თხილი დაყარეთ ტაფაზე, მოხალეთ და შემდეგ 1 ჩ. კ. შაქრის ფხვნილთან და ნახევარ ჩ. კ. მარილთან ერთად დააბლენდერეთ. თქვეფთ, დაახლოებით 15 წუთი, მასა უნდა გახდეს კრემისებური. პროცესის გასამარტივებლად დაამატეთ ცოტა ზეთი.
  6. კარამელის მოსამზადებლად აიღეთ სქელძირიანი ქვაბი. შაქარი, ნაღები და რძე აურეით, დაამატეთ 250 მლ მომზადებული შაქრის სიროფი. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ და აადუღეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიეთ საცხობ ფორმაზე მოხალული მიწის თხილი. კარამელი გადაიტანეთ მომზადებულ ფორმაში. ფორმა ჩადეთ ცივ  წყალში და გააჩერეთ, დაახლოებით 20 წუთი.
  7. ნუგას მოსამზადებლად 330 გრ შაქრის ფხვნილს დაამატეთ მომზადებული სიროფის 30 გრ, წყალი 60 მლ და აადუღეთ. 2 ცალი კვერცხის ცილა ათქვიფეთ და შეურიეთ მიღებულ მასას. შემდეგ დაამატეთ ნახევარი ჩ. კ. მარილი, არაქისის კარაქი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  8. მზა ნუგა დაასხით გაგრილებულ კარამელს, თანაბრად გაანაწილეთ და ფორმა კვლავ ცივ წყალში ჩადეთ. გაგრილების შემდეგ ფორმა შედეთ მაცივარში.
  9. შოკოლადის განაშის მოსამზადებლად გააცხელეთ ნაღები, მაგრამ არ აადუღოთ. ჩაყარეთ მასში 400 გრ შოკოლადი და 3-4 წუთი დაელოდეთ გადნობას. შემდეგ ნაღებისა და შოკოლადის ნარევი მიქსერით ათქვიფეთ და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.
  10. მომზადებული მასა მაცივრიდან გამოიღეთ, ფორმიდან ამოიღეთ და მოხსენით პერგამენტი.
  11. სუფთა პერგამენტის ქაღალდზე დაასხით მომზადებული შოკოლადის განაშის ნახევარზე ცოტა ნაკლები და გაანაწილეთ კარამელიანი მასის სიგრძე სიგანეზე. შემდეგ დაადეთ კარამელიანი მასა და მთლიანად დაფარეთ დარჩენილი შოკოლადის განაშით.

მომზადებული დესერტი კვლავ მაცივარში შედეთ. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!