შემოგთავაზებთ არომატული გულსართითა და გემრიელი, თხელი, ნაზი ცომით მომზადებული ღვეზელების რეცეპტს. გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ქათმის ფარში, მაგრამ თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ, ღორის ხორცით, სოკოთი ან თქვენთვის სასურველი სხვა შიგთავსით.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 250 გრ
- კარაქი 100 გრ
- არაჟანი 100 გრ
- მარილი ნახევარი ჩ. კ.
- შაქარი ნახევარი ს. კ.
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქათმის ფარში 400 გრ
- ხახვი 1 თავი
- მარილი, შავი პილპილი და სანელებლები
ზემოდან წასასმელად:
- 1 ცალი კვერცხი
მომზადების წესი:
- ცომისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი აურიეთ და მოზილეთ ცომი. მზა ცომს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და 5 წუთით შედეთ საყინულეში.
- ამზადებთ გულსართს. ქათმის ფარშს დაამატეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, მარილი და თქვენთვის სასურველი სანელებელი.
- ცომი გაყავით თქვენთვის სასურველი ზომის გუნდებად. თითოუეული გუნდა გააბრტყელეთ, შუაში დადეთ გულსართი, კიდეები მჭიდროდ შეკარით და მოამზადებული ღვეზელები დააწყვეთ საცხობ ფორმაზე. ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი.
ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 25-30 წუთი. გემრიელად მიირთვით!