ადამიანების უმრავლესობა ყოველთვიურად საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს სავარჯიშო დარბაზში სასიარულოდ, თუმცა ზოგიერთ თქვენგანს შესაძლოა ვარჯიშის გარეშეც კი ჰქონდეს ჯანსაღი სხეული. ამ ნიშნების მიხედვით თქვენ ამოიცნობთ იმას, თუ როგორ მდგომარეობაშია თქვენი ორგანიზმი და სჭირდება თუ არა მას გავარჯიშება:
თმის და ფრჩხილების მდგომარეობა:
თმის დათვალიერებისას ყურადღება უნდა მიაქციოთ:
- გაყოფილ ბოლოებს
- სუსტ ღერებს
- თავის ქალის კანის სიმშრალეს
ფრჩხილების შეფასებისას უნდა მიაქციოთ ყურადღება მათ სითხელს და დაბზარვის რისკს. თუ მსგავსი ნიშნები არ გაწუხებთ, მაშინ თქვენი სიჯანსაღის შემოწმების ტესტი ჯერჯერობით კარგად მიმდინარეობს.
თვალები
ჯანსაღი თვალები უნდა იყოს თეთრი და მათი წითელი ვენები უნდა იყოს ძნელად შესამჩნევი. არ უნდა გახასიათებდეთ თვალების სიმშრალე ან სიწითლე. თუ ასეთი სიმპტომები არ გაქვთ, მაშინ თქვენი ორგანიზმი ჯანსაღია.
ტუალეტში გასვლა
- ტუალეტში უნდა გადიოდეთ მინიმუმ დღეში რამდენჯერმე
- თქვენი შარდის ფერი უნდა იყოს ღია ყვითელი
- თუ ვერ ამჩნევთ მუქი ფერის შარდს და დიარეაც არ გაწუხებთ, მაშინ თქვენი თირკმელები და მუცელი ჯანსაღია.
ძილის განრიგი
თქვენი ძილი ჯანსაღია თუ:
- თქვენ გეძინებათ მაქსიმუმ 20 წუთში
- მინიმუმ 6 საათი და მაქსიმუმ 10 საათი გძინავთ
- არ გეღვიძებათ შუაღამისას
- დღის განმავლობაში ენერგიული ხართ
ფიტნესის დონე
თქვენი ფიტნესის დონე ჯანსაღია თუ თქვენ:
- მინიმუმ 150 წუთიანი საშუალო დონის აქტივობით კავდებით დღეში
- აკეთებთ 10 წუთიან აერობიკის ვარჯიშებს დაუღლელად
- აკეთებთ 10 აზიდვას შეუჩერებლად
- სწრაფად დარბიხართ 60 წამის განმავლობაში შეუჩერებლად
- აკეთებთ 10 ჩაჯდომას შეუჩერებლად
სუნი
თქვენი ორგანიზმი ჯანსაღი არაა, თუ თქვენ სხეულს მჟავე სუნი ასდის. თუმცა, თუკი ვარჯიშის დროს მოგდით ოფლი და მას სუნი ასდის, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
ენერგიის დონე
თუ თქვენი ენერგია მარტივად იცლება ისეთი საბაზისო საქმიანობოს დროს, როგორიცაა:
- საბაზისო ვარჯიშები
- 8 საათიანი მუშაობა მაგიდასთან
- სპორტის თამაში
- მაშინ ეს მიგანიშნებთ რკინის დაბალ დონეზე, დაუბალანსებელ დიეტაზე და ზოგჯერ დეპრესიაზეც კი.
სისხლის ჯანსაღი მიმოქცევა
ჯანსაღი სისხლის მიმოქცევა მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან იგი უზრუნველყოფს სისხლის თეთრი უჯრედების გადატანას იმ არეებში, რომლის განკურნებაც სჭირდება ორგანიზმს ვირუსებისგან. იგი ასევე გეხმარებათ ტვინისთვის ჟანგბადის მიწოდებაში. თუ თქვენ ხშირად გაწუხებთ თავის ტკივილები, კიდურების დაბუჟება და კუნთების სპაზმები, მაშინ თქვენი სისხლის მიმოქცევა ჯანსაღი არაა.