სტატიაში შემოგთავზებთ იაფ, მაგრად საოცრად ეფექტური ნიღაბის რეცეპტს, რომელიც სოდის ბაზაზე არის შექმნილი.
ყველამ კარგად იცის, რომ სოდა ჯადოსნური პროდუქტია, რომელიც უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა. ის ერთ-ერთი საუკეთესო იგრედიენტია სახის ნიღბების მოსამზადებლად.
გამოიყენეთ სოდის ნიღბები და სამუდამოდ დაივიწყეთ თვალებს ქვემოთ უძილობის, სტრესისა და დაღლილობისგან გაჩენილი მუქი ჩრდილები. ამასთანავე ის გაგიქრობთ ქუთუთოებს ქვემოთ ჩამოსიებულ ადგილებს, აკნესა გამონაყარს.
აი, როგორ მოვამზადოთ სახის საოცარი ნიღაბი:
საჭირო იგრედიენტები:
- სოდა 2 ს. კ.
- ჩაის ხის ზეთი 2 წვეთი
- ნახევარი ლიმონის წვენი
მომზადების წესი:
მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთფეროოვან მასას.
გამოყენების წესები:
ნიღაბი დაიტანეთ სახეზე, შეიზილეთ და 3 წუთი დაიტოვეთ, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. ერთი კვირის შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ და ამჯერად ნიღაბი 10 წუთი დაიტოვეთ. თუ თქვენ მგრძნობიარე კანი გაქვთ, მაშინ ნიღაბს სულ ცოტა წყალი დაამატეთ.
სოდა კანის ამქერცლავი ეფექტური საშუალებაა, მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს, სახეზე დაგროვილ ჭუჭყს. ჩაის ხის ზეთი საოცრად სასარგებლოა, განსაკუთრებით კი ფერიმჭამელებისა და გამონაყარის დროს. ლიმონის წვენი კი ამცირებს აკნესა და მზეზე ხანგრძლივად ყოფნის თანმხლები პიგმენტური ლაქების გაჩენას.
მოამზადეთ უმარტივესი, უიაფესი და საოცრად ეფექტური ნიღაბი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.