როგორ გავააქტიუროთ ჰორმონები მარტივი ჩვევებით, რომლებიც ცხიმის წვაზეა პასუხისმგებელი

თუ თქვენ შეზღუდეთ შაქრის მოხმარება, აღარ მიირთმევთ ტკბილეულს, შეამცირეთ შაქრიანი წვენების, უსარგებლო საკვების, სახამებლის შემცველი ბოსტნეულისა და ნახშირწყლების მიღება, ვარჯიშობთ დღეში 30 წუთის განმავლობაში, მაგრამ წონაში მაინც ვერ იკლებთ, აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოთ ჰორმონებს.

შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ ნაბიჯს, რომელთა გათვალისწინებით შეძლებთ ცხიმების წვის ჰორმონების გააქტიურებას და ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას.

ნაბიჯი 1-ლი – უარი თქვით შაქრის გამოყენებაზე

წვენები, ჩაი, ყავა მიიღეთ უშაქროდ. თუ მოგინდათ ტკბილი, მიირთვით ხილი ან დალიეთ ახალგამოწურული წვენი. დასაშვებია მხოლოდ დამატკბობელით ან თაფლით მომზადებული პროდუქტების მიღება. უარი თქვით ალკოჰოლზე, გადამუშავებულ პროდუქტებზე.

ნაბიჯი მე-2 – მიიღეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული

საუზმეზე მიირთვით ბოსტნეული (იდეალურია ახალგამოწურული წვენი), ხოლო სადილზე და ვახშამზე_ვიტამინებით დატვირთული სალათები. შეეცადეთ, ცხოველური წარმოშობის ცილები, ჩაანაცვლოთ პარკოსნებით.

შეზღუდეთ ნახშირწყლების მიღება.

ნაბიჯი მე-3 – რეჟიმი

არ ჭამოთ საღამოს 7 საათის შემდეგ, ხილიც კი! კვებათა შორის დალიეთ მხოლოდ წყალი ან ლიმონიანი წყალი ან ბალახების ჩაი. ჭამეთ დღეში მინიმუმ 3-ჯერ.

შეეცადეთ, ეს რეჟიმი დაიცვათ 1 თვის განმავლობაში.

ნაბიჯი მე-4 – სპორტი

პირველ რიგში, უნდა დაკავდეთ სპორტით, ირბინეთ, იარეთ ფეხით, ისეირნეთ ველოსიპედით. დაიწყეთ 10 წუთიდან და თანდათან გაზარდეთ 5-5 წუთით.

თუ მოხდა ისე, რომ ვერ ივარჯიშეთ, იმ დღეს ერთი კვება ჩაანაცვლეთ ვიტამინებით გაჯერებული წვენით. ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენების საშუალებით შეძლებთ წონის დაკლებას, ამავდროულად მიიღებთ საჭირო  საკვებ ნივთიერებებს.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და 1 თვის შემდგ შედეგი გაგაოცებთ!