სტატიაში შემოგთავაზებთ მარტივ, ყველასთვის ხელმისაწვდომ და საოცრად ეფექტურ საშუალებებს, რომელთა წყალობით დაიცავთ კანს ნაოჭებისგან, აკნესგან და შეძლებთ კანის სხვა პრობლემების აღმოფხვრას.
ბუნებრივი და ბიუჯეტური ინგრედიენტებით დატვირთული ხელნაკეთი ნიღბებისა თუ სკრაბების მოსამზადებლად არ გჭირდებათ დროისა და ფულის ხარჯვა. მიიღებთ მაქსიმალურ შედეგს, რაც თავს შესანიშნავად გაგრძნობინებთ.
1. თაფლისა და შვრიის ნიღაბი
კანის ღრმა წმენდა და აქერცვლა ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების აღმოფხვრას. შვრია კი საუკეთესო ბუნებრივი ექსფოლიანტია.
ხელნაკეთი სკრაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- დაფქული შვრია 2 ს. კ.
- თაფლი 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული იგრედიენტები აურიეთ და მსუბუქი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახის კანზე, კისერზე, მკერდის ზონაზე და ხელებზე. ნარჩენები 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
2. ალოე
ალოე ვერა საოცრებებს ახდენს კოსმეტოლოგიური ხაზით. გამოიყენეთ სამკურნალო მცენარე რეგულარულად და შეინარჩუნეთ კანი ლაქებისა და ნაოჭების გარეშე.
გამოწურეთ ალოეს ფოთლიდან გელი, დაიტანეთ გაწმენდილ სახის კანზე და მსუბუქი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
3. იოგურტი და ლიმონი
ლიმონისა და იოგურტის კომბინაცია წმენდს კანს, ათანაბრებს ტონს, მოგაშორებთ პიგმენტურ ლაქებს.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- იოგურტი 2 ს. კ.
- ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. ნიღაბი შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ.
ნიღაბი გაიკეთეთ საღამოს. თუ საღამოს არ გიხერხდებათ, მაშინ ლიმონი ჩაანაცვლეთ ალოეს წვენით.
4. ასკილის ზეთი
ასკილის ზეთი იდეალურია კანის, განსაკუთრებით სახის კანის, რეგენერაციისთვის. მოცემული პროდუქტი ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკური საშუალებების მოსამზადებლად.
ასკილის ზეთი დაიტანეთ ბამბის ფირფიტაზე და მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ კანზე. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ეს უებარი საშუალება გამოიყენეთ კვირაში 2-3-ჯერ.