,,თხუნელა“ – ასე ჰქვია შოკოლადის, ბანანისა და ხაჭოს არომატებით გაჯერებულ ამ ფუმფულა ბისკვიტს

შემოგთავაზებთ უგემრიელესი ტორტის, ,,თხუნელას“, რეცეპტს. შოკოლადის ფუმფულა ბისკვიტის, ბანანის არომატისა და ხაჭოს გემრიელი კრემის შერწყმა დესერტს განუმეორებელს ხდის.

ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 200 გრ
  • რძე 160 მლ
  • შაქარი 100 გრ
  • კვერცხი 2 ცალი
  • ზეთი 80 მლ
  • გამაფხვიერებელი 2 ჩ. კ.
  • კაკაო 40 გრ

გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხაჭო 300 გრ
  • რძე 250 მლ
  • შაქარი 100 გრ
  • ჟელატინი 10 გრ
  • ბანანი 4-5ცალი

მომზადების წესი:

  1.  ამზადებთ ბისკვიტს. თასში აურიეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაოს ფხვნილი.
  2. ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი და შაქრი, დაამატეთ რძე და  ზეთი. მიღებულ მასას თანდათან შეაზილეთ ფქვილიანი ნარევი.
  3. გამოსაცხობად დაგჭირდებათ 17 სმ დიამეტრის ფორმა.  ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
  4. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 35-40 წუთი.
  5. ამზადებთ ხაჭოს სუფლეს. ჟელატინს დაასხით რძე და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ, სანამ ჟელატინი არ გადნება. მასა არ აადუღოთ.
  6. შაქარი და ხაჭო ათქვიფეთ. შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ ჟელატინიანი მასა (თბილი) და ათქვიფეთ.
  7. ბისკვიტი ფორმიდან გაგრილების შემდეგ ამოიღეთ. კიდედან 2 სმ დაშორებით, დაახლოებით, 1,5 სმ სიღრმეზე ამოჭერით შუაგული და კოვზით ნაზად ამოიღეთ. გაითვალისწინეთ, ძალიან ღრმად არ უნდა ამოჭრათ. ამოჭრილი ნაწილები დაფშხვენით.
  8. ბანანი გაფცქვენით, გაჭერით შუაზე და ჩააწყვეთ შუაგულში. შემდეგ დაფარეთ ხაჭოს სუფლეთი. წაუსვით ისე, რომ გუმბათის ფორმა მისცეთ. ზემოდან მოაყარეთ ბისკვიტის ნაფშხვენები და ტორტი, ,,თხუნელაც“, მზად არის.
  9. ტორტი გადაიტანეთ თავდახურულ კონტეინერში და მთელი ღამით შედეთ მაცივარში.

შეგიძლიათ ბანანი ჩაანაცვოთ მარწყვით. ხაჭოს სუფლეს ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მოხარშული კრემი. გემრიელად მიირთვით!