ვარდის ფორმის ფუნთუშები ხაჭოს შიგთავსით. ორიგინალური და არომატული დესერტი მზადდება მარტივად

გსურთ, მოამზადოთ რაღაც განსაკუთრებული და უსაზღვრო ბედნიერება მიანიჭოთ თქვენს პატარებს. შემოგთავაზებთ ულამაზესი და უგემრიელესი ფუნთუშების ,,ვარდების“ რეცეპტს.

ფუნთუშების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძე 250 მლ
  • კვერცხი 3 ცალი (2 ცალი ცომისთვის, 1 ცალი შიგთავსისთვის)
  • შაქარი 200 გრ (100 გრ ცომისთვის, 100 გრ შიგთავსისთვის)
  • ნაღები ან კარაქი, ან მარგანინი 100 გრ
  • ფქვილი 600-700 გრ
  • ვანილი
  • საფუარი 25 გრ (2 ჩ. კ.)
  • ხაჭო 500 გრ
  • ქიშმიში 100-150 გრ
  • ლიმონის ცედრა
  • მარილი 1 ჩ. კ.

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში ქიშმიშს დაასხით წყალი.
  2. რძე შეათბეთ და გადაიტანეთ თასში, დაამატეთ საფუარი, შაქრის ნაწილი და 1 ჩ. კ. ფქვილი. აურიეთ და გააჩერეთ თბილ ადგილას.
  3. კარაქი გაადნეთ და ცოტა ხნის შემდეგ დაამატეთ კვერცხი, შაქარი, ვანილი, მარილი.
  4. ორივე მასა ერთმანეთში აურიეთ და ნელ-ნელა შეაზილეთ  დარჩენილი ფქვილი. ცომი დადეთ სითბოში და დაელოდეთ აფუებას.

ვამზადებთ შიგთავს:

  1. ხაჭო აუცილებლად უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, დაამატეთ კვერცხი, ვანილი, შაქარი (100 გრ), ქიშმიში და ყველაფერი კარგად აურიეთ. თუ ხაჭო თხელია, დაამატეთ ფქვილი ან მანი.
  2. მომზადებული ცომი გაყავით 24 თანაბარ ნაწილად, ამოაგუნდავეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ.
  3. შემდეგ თითოეული გუნდა გააბრტყელეთ მრგვალად, გაუკეთეთ სამი ნაკვეთი (როგორც სურათზეა მოცემული) ისე, რომ ნაწილები განსხვავებული იყოს, ერთი ნაწილი მეორეს ოდნავ აღემატებოდეს.
  4. შუაში ჩადეთ შიგთავსის 1 ჩ. კ. ცომის სამი ნაწილიდან ყველაზე პატარა შემოახვიეთ და დაამაგრეთ, შემდეგ-მეორე და ბოლოს-ყველაზე დიდი ნაწილი.
  5. კიდეები რაც შეიძლება მჭიდროდ შეკარით და ვარდიც მზად არის.
  6. მომზადებულ ვარდებს ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული (შეგიძლიათ ცოტა რძეც დაამატოთ) და გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერარტურაზე.

მოამზადეთ ულამაზესი, უგემრიელესი ფუნთუშები, გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ.