თუ გსურთ, შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, აუცილებელია მსხვილი ნაწლავის რეგულარულად გაწმენდა, რადგან მავნე ბაქტერიები და დაგროვილი ტოქსინები აფერხებს მის ნორმალურად ფუნქციონირებას, შთანთქავს იმ სასრგებლო საკვებ ნივთიერებებს, რასაც საკვებიდან ვიღებთ, აფერხებს კარგი ბაქტერიების ფუნქციონირებას. შედეგად სხეულის დამცავი ფუნქციები მცირდება და თავს იჩენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
გარდა ამისა, გვაქვს შიმშილის მუდმივი განცდა, რაც იწვევს წონის მატებას და სითხის შეკავებას.
ორი უძლიერესი სამკურნალო ინგრედიენტის_ვაშლის ძმრისა და თაფლის_ კომბონაციას აქვს ძლიერი ტუტე ეფექტი, წმენდს ნაწლავებს და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.
შემოგთავაზებთ სამკურნალო ნარევის რეცეპტს, რომლის დახმარებითაც ბუნებრივი გზით შეძლებთ ნაწლავის სრულად გაწმენდას.
მოცემული საშუალება განმუხტავს მსხვილი ნაწლავის კედლებს, აღადგენს ნაწლავის ფლორას და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებას, წმენდს მსხვილ ნაწლავს და ხელს უწყობს გახდომას.
სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ვაშლის ძმარი 2 ს. კ.
- თაფლი 1 ს. კ.
- წყალი 1 ჩ. ჭ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებისთანავე მიიღეთ. სასმელის 1-2 ჭიქა მიიღეთ ყოველდღიურად.
- არ დაგავიწყდეთ, აუცილებელია ყოველ დღე 2 ლ წყლის დალევა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!