მიიღეთ მიხაკი მარტივი წესით, რათა მოიწესრიგოთ ორგანიზმში მიმდინარე არაერთი პროცესი

ბუნების მიერ შექმნილ ნატურალურ საშუალებებს ადამიანები საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.

სტატიაში ვისაუბრებთ არომატულ სანელებელზე მიხაკზე. მიხაკის სამკურნალო თვისებები აქტიურად გამოიყენებოდა ხალხურ მედიცინაში. სანელებლის შემადგენლობაში შედის A,  B, C, E_ვიტამინები, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, ეთერზეთები და მინერალები.

მიხაკი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა და აგარიდებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას.

რა გავლენას ახდენს სხეულზე ყოველდღიურად რამდენიმე მიხაკის ჩაღეჭვა:

1. პარაზიტების აღმოფხვრა

დღეში 2-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ჩაღეჭეთ რამდენიმე ცალი მიხაკი. ამ გზით შეძლებთ ორგანიზმიდან პარაზიტების გამოდევნას.

2. პირის ღრუს ჯანმრთელობის დაცვა

საღეჭი რეზინის ნაცვლად გამოიყენეთ გამომშრალი მიხაკის მარცვლები და დაივიწყეთ სტომატიტი, ღრძილების ანთება, პარადონტოსი. მიხაკი მთლიანად წმენდს პირის ღრუს ბაქტერიებისა და ვირუსებისგან. მიხაკს შეუძლია აღმოფხვრას ხახვისა და ნივრის უსიამოვნო სუნი.

ეს ბუნებრივი პროდუქტი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე სხვა სავლები საშუალებები. თუ შეგაწუხათ ყელის ტკივილმა, ჩაღეჭეთ გამომშრალი მიხაკი და პრობლემა დაუყონებლივ მოგეხსნებათ.

3. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას

იმისათვის, რომ ხელი შეუწყოთ საჭმლის მონელებელი ტრაქტის ფუნქციონირებას მოამზადეთ ცოტა თაფლისა და მწიკვი დაფქული მიხაკის ნარევი. მომზადებული მასა მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

გამოიყენეთ უძლიერესი ბუნებრივი პროდუქტი, რომელიც გაჯერებულია უამრავი სასარგებლო თვისებით. გამომშრალი მიხაკი საოცრად ეფექტურია ყაბზობის, მეტეორიზმის, დაბალი მჟავიანობისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ.

4. კიბოს პრევენცია

მიხაკი შეიცავს ევგენოლს, ნივთიერებას, რომელიც აკონტროლებს კიბოს უჯრედებს და ხელს უშლის მათ განვითარებას.

5. წნევის მარეგულირებელი

თუ თქვენ დაბალი არტერიული წნევის მატარებელი ხართ,  ჩაღეჭეთ რამდენიმე მარცვალი მიხაკი. ამ გზით შეძლებთ წნევის დარეგულირებას.

თუ მაღალი წნევა გაქვთ, მოერიდეთ მიხაკის გამოყენებას.

არ გამოიყენო მიხაკი ექიმის კონსულტაციის გარეშე თუ თქვენ კუჭის წყლული, გასტრიტი და კუჭის მომატებული მჟავიანობა გაწუხებთ.

როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი მიხაკი?

მყიფე და მშრალი კვირტი არ შეიცავს ეთერზეთებს. იმისათვის, რომ გაარკვიოთ გამომშრალი მიხაკის ხარისხი, ერთი მარცვალი ჩააგდეთ წყალში. თუ მიხაკი წყლის ზედაპირზე ტივტივებს ჰორიზონტალურად ე. ი. არ არის კარგი ხარისხის და ის სამკურნალოდ არ გამოგადგებათ. სამკურნალოდ ვარგისი მშრალი მარცვალი უნდა ჩაიძიროს წყალში ან იტივტივოს ვერტიკალურად ქუდით ზემოთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!