თქვენი გაზ-ქურის ზედაპირი ისეთივე სუფთა და პრიალა რომ იყოს, როგორც შეძენის დღეს, გამოიყენეთ მარტივი ხრიკი

შემოგთავაზებთ უსაფრთხო და უმარტივეს მეთოდს, რომლის მიხედვითაც შეძლებთ თქვენი გაზქურა სისუფთავისგან ბზინავდეს. მეთოდი დაფუძნებულია ყველასთვის ხელმისაწვდომ პროდუქტებზე. მიჰყევით მოცემულ რეცეპტს და რამდენიმე წუთში სასურველ შედეგს მიიღებთ.

დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ძმარი 9%-იანი
  • ლიმონმჟავა 20-30 გრ
  • ჭურჭლის სარეცხი საშუალება
  • ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი
  • საკვები სოდა

გამოყენების წესები:

  1. გაზქურის ზედაპირზე, განსაკუთრებით კი ცხიმით დაბინძურებულ ადგილებზე, მოასხით ძმარი და მოაყარეთ სოდა.
  2. შემდეგ ლიმონმჟავა გახსენით 50 მლ თბილ წყალში და ზემოდან მოასხით გაზქურის ზედაპირს. ნარევი სამოქმედოდ დატოვეთ 2-3 წუთი. შემდეგ მოასხით ჭურჭლის სარეცხი საშუალება და გააჩერეთ კიდევ 5 წუთი. აიღეთ ღრუბელი და გაზქურის ზედაპირი გაწმინდეთ.
  3. ბოლოს აიღეთ სუფთა ტილო, დაასველეთ ძმრით და გაწმინდეთ გაზქურის ზედაპირი.

მცირე ძალისხმევა, მინიმალური ინგრედიენტები და თქვენი გაზქურა ახალივით იბრწყინებს.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა, გაიადვილეთ და გაიმარტივეთ ცხოვრება!