
შემოგთავაზებთ ნატურალური სკრაბის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ხელებზე სიბერის ისეთი ნიშნების გამოვლენის შეფერხებას, როგორიცაა ნაოჭები, პიგმენტური ლაქები. სკრაბი არბილებს ხელების კანს და ანიჭებს სიგლუვეს.
მოცემული საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ტიპის კანზე.
სკრაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 3 ბუნებრივი პროდუქტი, რომელთაც არ აქვს გვერდითი მოვლენები და მათი კომბინაცია საოცრებებს ახდენს ხელის კანისთვის.
შაქარი-საუკეთესო ამქერცლავი საშუალებაა, რომელიც აფერხებს ხელის კანის დაბერების პროცესს, ასწორებს ნაოჭებს და აახალგაზრდავებს კანს. შეგიძლიათ შაქარი ჩაანაცვლოთ ზღვის მარილით ან დაფქული ყავით.
ქოქოსის ზეთი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ნუტრიენტებით. მოცემული ზეთი კანს უნარჩუნებს ელასტიურობას და არბილებს მას. შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეითუნის ან ნუშის ზეთით.
ლიმონი უძლიერესი მათეთრებელი საშუალებაა, რომელიც აღიავებს პიგმენტურ ლაქებს, მოგაშორებთ მკვდარ კანს და აახალგაზრდავებს კანს. მაგრამ მოცემული საშუალების გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ დიდ დროს ატარებთ მზეზე. ამ შემთხვევაში ლიმონი ჩაანაცვლეთ ალოეს წვენით ან ვაშლით.
სკრაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შაქარი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მარილით, დაფქული ყავით, შვრიის ფანტელით) 3 ჩ. კ.
- ლიმონის წვენი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ალოეს გელით ან ვაშლის პიურეთი) 1 ჩ. კ.
- ქოქოსის ზეთი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ზეითუნის ან ნუშის ზეთით) 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ხელის საოცარი სკრაბიც მზად არის.
- მომზადებული მასა 1-2 წუთის განმავლობაში მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ კანზე. შემდეგ ხელები თბილი წყლით დაიბანეთ, შეიმშრალეთ და თხელ ფენად გადაისვით ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი.
- საუკეთესო შედეგის მისაღებად სკრაბი გამოიყენეთ კვირაში 2-3-ჯერ ძილის წინ.
მოცემული საშუალება აძლიერებს ფრჩხილებს.