გამოკვებეთ კანი კოლაგენით, რათა ნაოჭების გაღრმავებამ და კანის გამოშრობამ არ შეგაწუხოთ

979

ნიღაბს, რომლის რეცეპტსაც შემოგთავაზებთ, დაახლოებით 5 წელია ვიყენებ და გირჩევთ, თქვენც დაიწყოთ ნატურალური კოლაგენის გამოყენება. ნიღაბის შემადგენლობაში შემავალი იგრედიენტები იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომია. საშუალება მრავალჯერ გამოცდილია, და არა ერთი თაობის მიერ.

ნიღბის ძირითადი ინგრედიენტი აბუსალათინის ზეთია.

იხილეთ იმ პრობლემათა ჩამონათვალი, რომელთაც მოიგვარებთ შეოთავაზებული ნიღაბის წყალობით:

  1. ასწორებს ნაოჭებს, ამკვრივებს კანს და ანიჭებს სიგლუვეს.
  2. ატენიანებს კანს. თუ თქვენი კანი გამომშრალია, საუკეთესო გამოსავალი იქნება, გაზაფხული დაიწყოთ შემოთავაზებულ საშუალებასთან ერთად.
  3. აძლიერებს სახის ოვალს.

რამდენიმე სიტყვით მიმოვიხილოთ რეცეპტის შემადგენლობაში შემავალი იგრედიენტები:

  • აბუსალათინის ზეთის 80% ამინომჟავებისგან შედგება და ეს საოცარი სამკურნალო საშუალება ბუნებრივი გზით არის მიღებული მცენარე აბუსალათინისგან, რომელსაც აქვს კოლაგენის ეფექტი.
  • ვაზელინი არის მინერალური ზეთი, რომელიც მრავალი კოსმეტიკური საშუალების ერთ-ერთი იგრედიენტია.
  • გლიცერინი იდელური დამატენიანებელი საშუალებაა. რეკომენდებულია გამოვიყენოთ 20%-იანი.
  • თაფლი: ვიტამინები, მიკროელემენტები, ანტიოქსიდანტი, ფრუქტოზა. თაფლი არბილებს, აცოცხლებს, ატენიანებს კანს.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • აბუსალათინის ზეთი 2 ს. კ.
  • ვაზელინი 1 ჩ. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • გლიცერინი 1 ს. კ.

მომზადების წესები:

იგრედიენტები მოათავსეთ მინის ჭურჭელში, კარგად აურიეთ და ოდნავ შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე.

გამოყენების წესები:

ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და თხელ ფენად წაისვით. უმჯობესია პროცედურას ღამით თუ გაიკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ მასა წებოვანია, თბილი წყლით მარტივად ჩამოიბანთ.

ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ. ორი პროცედურის შემდეგ უკვე შედეგს შამჩნევთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ყველა ადამიანს განსხვავებული სახის კანი აქვს. ნიღაბის ეფექტურებაში დარწმუნდებით თუ მის ძალას საკუთარ თავზე გამოცდით.