3 ნატურალური საშუალება, რომელიც მარტივად მოსპობს და გაანადგურებს ტილებს

ტილები პატარა მცოცავი არსებები, რომლებიც იკვებებიან ადამიანის სისხლით. მედიცინაში დატილიანებას პედიკულიოზი ეწოდება. ეს უსიამოვნო პრობლემა იწვევს ქავილსა და დისკომფორტს.

მრავალი განსხვავებული ქიმიური საშუალება არსებობს, რომელთა დახმარებით შეძლებთ მავნე მწერებისგან გათავისუფლებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი საკმაოდ ძვირადღირებულია, აქვს გვერდითი მოვლენები და ყოველთვის არ იძლევა სასურველ შედეგს. არსებობს ეფექტური ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია და არ ახლავს გვერდითი მოვლენები.

შემოგთავაზებთ მარტივ ხელნაკეთ და ეფექტურ საშუალებებს, რომელთა დახმარებით შეძლებთ მოცემული პრობლემის სწრაფად აღმოფხვრას.

ტილების მოსაშორებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა 9%-იანი ძმარი. მისი ხელმისაწვდომობისა და ეფექტურობის გათვალისწინებით, ძმრის გამოყენება შესანიშნავი იდეაა.

მოცემული საშუალებების გამოყენების შემდეგ შეძლებთ როგორც ტილების, ისე კვერცხების მოშორებას.

რეცეპტი N1

ტილების საწინააღმდეგო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ძმარი 100 მლ
  •  მზესუმზირის ზეთი (რაფინირებული) 100 მლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. ნარევი შეიზილეთ თმის მთელ სიგრძეზე და თავის კანზე, დაიხურეთ შხაპის ქუდი და გაიჩერეთ 40-60 წუთი. შემდეგ თმა დაიბანეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით. ნარევი გამოიყენეთ სასურველი შედეგის მიღებამდე ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით.

რეცეპტი N2

ტილების საწინააღმდეგო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ქოქოსის ზეთი 2 ს. კ.
  • კამფორის სპირტი ¼ ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტების რაოდენობა შეგიძლიათ გაზარდოთ თმის სიგრძის მიხედვით. ქოქოსის ზეთი და კამფორის სპირტი აურიეთ და მიღებული მასა შეიზილეთ თავის კანზე და თმაზე. შემდეგ  დაიხურეთ შხაპის ქუდი და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30-40 წუთი. პროცედურის ბოლოს თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.

რეცეპტი N3

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნივრის წვენი 1 ჩ. კ.
  • ლიმონის წვენი 1 ს. კ.
  • ზეთი 2 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. ნარევი შეიზილეთ თმის ძირებზე, დაიხურეთ შხაპის ქუდი და 50-60 წუთის შემდეგ დაიბანეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.

შეგიძლიათ ტილების საწინააღმდეგოდ გამოიყენოთ ხახვის წვენიც. პროცედურები გაიმეორეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.

გირჩევთ, არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები, სამოსი, პირადი ჰიგიენის ნივთები, თეთრეული და შეძლებთ აიცილოთ მოცემული პრობლემა.