თმის ცვენის 10 მიზეზი და მათი მკურნალობის მეთოდები

1157

ჩვენ ორგანიზმში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. თუკი თმის ცვენა დაგეწყებათ, მაშინ სჯობს გაარკვიოთ ამის რეალური მიზეზი რაიმე რადიკალური მკურნალობის მეთოდის გამოყენებამდე:

1. მედიკამენტები

სისხლის მაღალი წნევის სამკურნალო წამლებსა და ანტიდეპრესანტებს ზოგჯერ თმის ცვენა ახასიათებთ გვერდით მოვლენათ. ასეთ დროს უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

2. გენები

თუ თქვენ მშობლებსაც ეს პრობლემა აწუხებთ, მაშინ დიდი შანსია, რომ თქვენც გაგცვივდებათ თმა. ამის რისკის შესამცირებლად უნდა იკვებოთ ჯანსაღად და შეინარჩუნოთ აქტიური ცხოვრების წესი.

3. ტემპერატურის ცვლილება

ცივი ტემპერატურა და ასევე მზის ულტრაიისფერი სხივები თმას უფრო თხელს ხდის. დაიფარეთ ქუდი ნებისმიერ ამინდში და დაიფარეთ თმა საუნაშიც.

4. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები

ჰორმონალური დისბალანსი შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტმა, მენოპაუზამ და მსგავსმა პრობლემებმა. ამ პრობლემის გადასაჭრელად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან.

5. ძალიან მკაცრი დიეტა

მკაცრი დიეტა სხეულს სტრესავს, რაც იმუნურ სისტემას ასუსტებს და ამით თმის ცვენასაც იწვევს. ჯობია მკაცრი დიეტის ნაცვლად დაკავდეთ ფიზიკური აქტივობებით და იკვებოთ ჯანსაღად.

6. ქრონიკული სტრესი

ქრონიკულ სტრესს თმის ცვენის გამოწვევა შეუძლია, რადგან იგი აუარესებს სისხლის მიმოქცევას თავის ქალის კანში. ეცადეთ განიტვირთოთ და საჭიროების შემთხვევაში მოინახულეთ სპეციალისტიც.

7. ანემია

ანემია სტრესის მსგავსი სიმპტომების წყალობით იწვევს თმის ცვენას. ასეთ დროს უნდა მიირთვათ რკინით მდიდარი საკვები და თუ სიტუაცია არ გამოსწორდება, გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია შესაბამისი მედიკამენტების გამოსაწერად.

8. ვიტამინების ნაკლებობა

B ვიტამინის ნაკლებობა თმის დასუსტებას იწვევს, ხოლო C ვიტამინის ნაკლებობის შემთხვევაში კოლაგენების საწარმოებლად საკმარის რკინას ვერ გადაამუშავებს ორგანიზმი. მიირთვით ამ ვიტამინებით მდიდარი საჭმელები და ასევე მიიღეთ სხვა ვიტამინებიც ჯანსაღი პროდუქტებისგან.

9. თავის ქალის კანის დაავადება

ფსორიაზი, სებორეული დერმატიტი და სოკოვანი ინფექცია ყველაზე გავრცელებული პრობლემებია, რომელიც თმის ცვენას იწვევს. თუკი სიწითლის და ქავილის სიმპტომებიც გაწუხებთ, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.

10. ცუდი მოვლა

თმის ფიზიკურად დაზიანება დაბალი ხარისხის პროდუქტების და ფენის გამოყენებითაც შეგიძლიათ. ეცადეთ შეამციროთ მსგავსი ხელსაწყოების გამოყენება მაქსიმალურად და გაიარეთ სპეციალისტთან კონსულტაცია თქვენი თმისთვის შესაფერისი პროდუქტების შესარჩევად.