შემოგთავაზებთ მოცვისა და არაჟნის უგემრიელესი, ჰაეროვანი და ფხვიერი ღვეზელის რეცეპტს. ვიზუალურად ლამაზ ღვეზელს ჯადოსნური გემო ქვს.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 200 გრ
- დარბილებული კარაქი 90 გრ
- შაქრის ფხვნილი 40 გრ
- მარილი მწიკვი
- ლიმონის ცედრა 1 ჩ. კ.
- კვერცხი 1 ცალი
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- წითელი მოცვი (შეგიძლიათ გამოიყენოთ წითელი მოცხარი) 200 გრ
- არაჟანი 200 გრ
- შაქარი 100 გრ
- ვანილი
- კვერცხი 2 ცალი
- სიმინდის სახამებელი 1,5 ს. კ.
მომზადების წესი:
- ცომისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტით მოზილეთ ცომი. მზა ცომს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და 30 წუთით შედეთ მაცივარში.
- გამოსაცხობად დაგჭირდებათ 24 სმ დიამეტრის ფორმა. ცომი ფორმის ზედპირზე თანაბრად გაანაწილეთ და კიდეებზეც ამოიტანეთ.
- შიგთავსის მოსამზადებლად აურიეთ არაჟანი, შაქარი, სახამებელი და კვერცხი.
- ცომზე თანაბრად გაანაწილეთ მოცვი და დაფარეთ მომზადებული შიგთავსით.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება, დაახლოებით, 40 წუთი.
გაგრილებული ღვეზელი 1-2 საათით შედეთ მაცივარში. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!