შემოგთავაზეთ კარტოფილის უგემრიელესი ზრაზების რეცეპტს. არომატული შიგთავსითა და კარტოფილით მომზადებული ზრაზები თქვენი ოჯახის წევრების საყვარელი კერძი გახდება.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარტოფილი საშუალო 12 ცალი
- კვერცხი 2 ცალი
- ხახვი 1 თავი
- ფქვილი 5 ს. კ.
- დაფნის ფოთოლი
- მარილი 1 ჩ. კ.
- შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფარში (თქვენთვის სასურველი და ხელმისაწვდომი) 500 გრ
- ხახვი 1 თავი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- კარტოფილი გათალეთ, დაჭერით, საშუალო ზომის ნაჭრებად და მოხარშეთ. წყალს დაამატეთ ცოტა მარილი, დაფნის ფოთოლი.
- მოამზადეთ პიურე.
- ხახვი დაჭერით წვრილად, შეწვით ზეთში, შეურიეთ პიურეს და შეაზავეთ მარილით.
- პიურეს დაამატეთ კვერცხი და აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- შიგთავსის მოსამზადებლად აიღეთ თქვენთვის სასურველი ფარში. წვრილად დაჭრილი ხახვი შეწვით ცოტა ზეთში, შემდეგ დაამატეთ ფარში, დაასხით ცოტა წყალი და მოთუშეთ. თქვენი გემოვნეის მიხედვით შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით.
- კარტოფილის ცომისგან გამოხელეთ ბურთულები. თითოეული ბურთულა გააბრტყელეთ, შუაში ჩადეთ მომზადებული შიგთავსი და გამოხელეთ ღვეზელები.
- ამოავლეთ ფქვილში. მომზადებული ზრაზები შეწვით ორივე მხრიდან.
უგემრიელესი ზრაზები მიირთვით ცხელი თქვენთვის სასურველ სოუსთან ან გარნირთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!