ღვიძლი არის ორგანო, რომელიც პასუხიმგებელია მთელი ჩვენი ორგანიზმის გაწმენდაზე, ამიტომ აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოს ჯანმრთელობასა და ნორმალურად ფუნქციონირებაზე.
სტატიაში შემოგთავაზებთ ნატურალური საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც ბუნებრივი გზით გაიწმენდთ ღვიძლს ტოქსინებისგან და ცხიმებისგან.
- ამისთვის გამოყენეთ პიტნა, რომელიც უამრავი სასარგებლო თვისებითაა გაჯერებული.
- აგრეთვე გამოიყენეთ ციტრუსები, რომლებიც ვიტამინების ბუნებრივი წყაროა.
თუ გსურთ, შეუნარჩუნოთ თქვენს ორგანიზმს ჯანმრთელობა, აუცილებლად უნდა იზრუნოთ ღვიძლის ჯანმრთელობასა და ნორმალურად ფუნქციონირებაზე.
ღვიძლის ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა მისი გაცხიმოვნებაა.
ცხიმების დაწვის პროცესს ააქტიურებს C ვიტამინი, რომელიც აგრეთვე აღადგენს იმუნიტეტს და ხელს უწყობს მთელი ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებას.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება, რომლითაც ხელს შეუწყობთ ღვიძლის დეტოქსიკაციას, გაიუმჯობესებთ კანისა და ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.
საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- პიტნის ფოთლები 1 მუჭა
- ლიმონი 1 ცალი
- ფორთოხალი 1 ცალი
- წყალი 2 ლ
- თაფლი 2 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- პიტნის ფოთლებს დაასხით წყალი და ადუღეთ 5 წუთი, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, დაახურეთ თავი და გააჩერეთ.
- აიღეთ 1 ს. კ. ლიმონის ცედრა და გამოწურეთ ლიმონისა და ფორთოხლის წვენები.
- პიტნის ნახარშს დაამატეთ ცედრა და თაფლი, კარგად მოურიეთ და გადაწურეთ.
- და ბოლოს, დაამატეთ ლიმონისა და ფორთოხლის წვენები.
- მომზადებული სასმელი მიიღეთ ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დღე, შემდეგ შეისვინეთ და აუცილებლად გააგრძელეთ.
მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.