კბილის ემალი ძლიერი და ლამაზი რომ გქონდეთ, გაამდიდრეთ კვების რაციონი 7 ნატურალური პროდუქტით

თუ გსურთ, მარგალიტივით თეთრი, ძლიერი და ლამაზი  კბილები შეინარჩუნოთ, ყოველდღიურად უნდა იზრუნოთ მათზე. აუცილებელია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა და კბილების რეგულარულად წმენდა.  გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ კვებას, რადგან პროდუქტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომ ძლიერი კბილები გქონდეთ.

შემოგთავაზებთ იმ პროდუქტთა ჩამონათვალს, რომელთა მიღება აუცილებელია თქვენი კბილიებისთვის.

1. შოკოლადი

შავი შოკოლადი კბილების დასაცავად საუკეთესო საშუალებაა. შავი შოკოლადი შეიცავს კაკაოს, კაკაო_ტანინს. ტანინი იცავს კბილებს ეროზიისგან და ამცირებს ღრძილების ანთებას. შავი შოკოლადი მდიდარია ანტიოქსიდენტებით, რომლებიც ებრძვის პირის ღრუში არსებულ მავნე ბაქტერიებს.

და აი, მიზეზიც გაქვთ, რომ მიირთვათ შავი შოკოლადი და დალიოთ კაკაო.

2. ნიახური

ბოჭკოებით მდიდარი ნიახური წმენდს კბილებს, იცავს ემალს ნადების წარმოქმნისგან და დაზიანებისგან, უზრუნველყოფს ჯანსაღ სუნთქვას. მისი ხანგრძლივად ღეჭვა ხელს უწყობს პირის ღრუს pH ბალანსის აღდგენას.

3. ვაშლი

ვაშლი არის ვიტამინების საუკეთესო წყარო და კბილების ნადებისა და ქვებისგან გაწმენდის ბუნებრივი გზა.

4. ფორთოხალი

მჟავა და ვიტამინები, რომლითაც მდიდარია ფორთოხალი მოქმედებს, როგორც ბუნებრივი გამწმენდ. თუმცა, უნდა მოერიდოთ კბილებზე მჟავას ხანგრძლივ ზემოქმედებას, რადგან მან შეიძლება კბილის მინანქარი დააზიანოს. ფორთოხლისა და ლიმონის მირთმევის შემდეგ აუცილებლად გამოივლეთ წყალი და აიცილეთ მოსალოდნელი გართულებები.

5. ოხრახუში

უამრავი სასარგებლო საკვები ნივთიერებით გაჯერებული ოხრახუში ახალისებს სუნთქვას, აფერხებს პირის ღრუში ბაქტერიების წარმოქმნას, რომელიც აზიანებს კბილის ემალს. ჩაღეჭეთ ოხრახუში რეგულარულად და თქვენ უნაკლო ღიმილი გექნებათ.

6. ყველი

ყველი ანეიტრალებს პირის ღრუში არსებულ მჟავებს, რომლებიც აზიანებს კბილის მინანქარს. სადილობის შემდეგ შეჭამეთ ყველის პატარა ნაჭერი და აირიდეთ კარიესის წარმოქმნა.

7. სოკო

სოკო D ვიტამინის ბუნებრივი წყაროა და ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას, რომელიც კბილების ,,საშენი მასალაა“.

მიირთვით ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები რეგულარულად და რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნეთ ძლიერი, ლამაზი, თეთრი კბილები და უნაკლო ღიმილი!