
ვაშლი ცომში ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი, დახვეწილი და სასურველი დესერტია. დესერტი გამოდის ძალიან ნაზი, არომატული და ვიზუალურად ლამაზი.
მოამზადეთ ეს უჩვეულო დესერტი და ყველა გააოცეთ თქვენი კულინარიული ოსტატობით.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარაქი 130 გრ
- 2 კვერცხის ცილა
- შაქარი 70 გრ
- არაჟანი ნებისმიერი ცხიმიანობის 130 გრ
- ვაშლი საშუალო ზომის 6 ცალი
- ფქვილი 200 გრ
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
- ვანილის შაქარი 1 ჩ. კ.
- შაქარი ამოსავლებად 50 გრ
მომზადების წესი:
- კვერცხის ცილა და გული გამოყავით ერთმანეთისგან. ცილა ათქვიფეთ და გადადეთ გვერდზე.
- კარაქი გაადნეთ და გააგრილეთ, დაამატეთ არაჟანი, შაქარი, ვანილის შაქარი და კარგად აურიეთ.
- ფქვილი გაცერით, დაამატეთ გამაფხვიერებელი და ნაწილ-ნაწილ შეურიეთ კარაქიან მასას.
- თავდაპირველად ცომს ამზადებთ კოვზით, შემდეგ გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და ზელა გააგრძელეთ ხელით. ცომი არ უნდა იყოს ძალიან რბილი და არ უნდა გეწებებოდეთ ხელებზე.
- მზა ცომს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და ერთი საათით შედეთ მაცივარში.
- ვაშლი გათალეთ, გაჭერით შუაზე, მოასხით ლიმონის წვენი და ცოტა ხნით გააჩერეთ.
- ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და გაყავით 12 თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ თხელ მრგვალ ფენად.
- ვაშლის თითოეული ნაწილი ამოავლეთ შაქარში, გაჭრილი მხრით დადეთ ცომის შუაგულში და გამოხელეთ მრგვალი ფუნთუშები.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
- ფუნთუშები ამოავლეთ ათქვეფილ ცილაში, მოაყარეთ შაქარი და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30 წუთი.
ოქროსფრად დაბრაწული ფუნთუშები დააწყვეთ ლანგარზე და ყველა გააოცეთ თქვენი ნამზადით. გემრიელად მიირთვით!