10 ნატურალური პროდუქტი კალციუმის მარაგის შესავსებად, რათა ძვლები და სახსრები მუდამ ძლიერი გქონდეთ

თითოეული ადამიანი ვალდებულია იზრუნოს ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობაზე. ძლიერი ძვლები და ჯანსაღი სახსრები აგარიდებთ ტრამვებს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას.

მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ კვებას. შემოგთავაზებთ იმ პროდუქტთა ჩამონათვალს, რომელთა რეგულარულად მიღებით შეძლებთ გქონდეთ ჯანსაღი და ძლიერი ძვლები, აირიდებთ ოსტეოპოროზის განვითარებას, ორგანიზმს გააჯერებთ საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით.

1. იოგურტი

იოგურტი D ვიტამინით მდიდარი პროდუქტია. დღეში ფინჯანი იოგურტის მიღებით შეძლებთ შეუნარჩუნოთ ორგანიზმს კალციუმის საჭირო რაოდენობა.

2. ყველი

დაამატეთ თქვენი კვების რაციონს კალციუმით მდიდარი ყველი.

3. სარდინი

დაამატეთ თქვენი კვების რაციონს უამრავი საკვები ნივთიერებით მდიდარი სარდინი და იზრუნეთ თქვენი ძვლოვანი სისტემის სიძლიერეზე.

4. კვერცხი

კვერცხის რეგულარულად მიღება ძალიან სასარგებლოა ძვლების გასამაგრებლად. ის აგრეთვე შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ძალიან სასრგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის.

5. ორაგული

ორაგული ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი პროდუქტია, რომელიც გაჯერებულია უამრავი საკვები ნივთიერებით. დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ორაგული.

6. ისპანახი

მწვანე ფოთლოვანი მწვანილი, როგორიცაა ბროკოლი, კომბოსტო, ისპანახი კალციუმის ბუნებრივი წყაროა. მხოლოდ ერთი ჭიქა მოხარშული ისპანახი შეიცავს კალციუმის რეკომენდებული დღიური მოხმარების 25%-ს. გარდა ამისა, ისპანახი მდიდარია  ბოჭკოებით, რკინით, A ვიტამინით.

7. მთლიანი მარცვლეული

კალციუმით მდიდარი მთლიანი მარცვლეული (მარცვლეული დამუშავების გარეშე, რომელიც შეიცავს ქატოს, ჩანასახს, ენდოდერმს) და პარკოსნები აძლიერებს ძვლებს. დაიმახსოვრეთ, რაც უფრო ადრე დაიწყებთ ამ პროდუქტების გამოყენებას, მით უფრო ჯანმრთელი და ძლიერი იქნება თქვენი ძვლოვანი სისტემა.

8. გრეიპფრუტის წვენი

D ვიტამინის მისაღებად საუკეთესო ვარიანტია გრეიპფრუტის წვენი. გაითვალისწინეთ, რომ გრეიპფრუტის წვენის შემადგენლობაში შემავალ D ვიტამინს სწრაფად შეიწოვს ორგანიზმი.

9. სოიო

როგორც ირკვევა, სოიო ორგანიზმს უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობის კალციუმით და ძვლებს უნარჩუნებს ჯანმრთელობას.

10. მარცვლეული

მარცვლეული შეიცავს საკმარის კალციუმს, ამიტომ მიირთვით ისინი რეგულარულად.

კალციუმის დეფიციტით ოსტეოპოროზის, ასევე ძვლის დეფორმაციის განვითარების ალბათობა იზრდება, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

თუ გსურთ, გქონდეთ ჯანსაღი და ძლიერი ძვლები, აუცილებლად დაამატეთ თქვენი კვების რაციონს მოცემული პროდუქტები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!