მშობლები არიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად მზად არიან შვილს დაეხმარნონ. ისინი ნებისმიერ სიტუაციაში გვერდში გვიდგანან. თუმცა, დრო არც მათ ინდობს და დგება ეტაპი, როდესაც შვილებმა უნდა ვიზრუნოთ მშობლებზე. დღეს, ჩვენ ერთ-ერთ ასეთ ამბავს გიამბობთ.
შონი და ჯინი არც ისე მდიდრულად ცხოვრობენ, მაგრამ მეგობრულები და ბედნიერები არიან. მათ სახლში სულ სამი ოთახია, რომელთაგან ერთს თვითონ იკავებენ, მეორეს ვაჟიშვილი და რძალი და მესამეს – სტუდენტი ქალიშვილი.
შონის მშობლები, ჯორჯი და ბონი ყოველთვის ცალკე ცხოვრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯი დიდი ხნის განმავლობაში დემენციას განიცდიდა, ბონი ყოველთვის უვლიდა მას ისე, რომ სხვისი დახმარება არ დასჭირვებია.
შონმა არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, საჭირო გახდა მშობლების თავის სახლში გადაყვანა, თუმცა საკმარისი ადგილი არ ჰქონდა. შემდეგ ცოლმა შესთავაზა გაეყიდა სახლი, უფრო დიდი სივრცე ეპოვათ და ერთად ეცხოვრათ. დიდი ხნის ძებნის მიუხედავად, კარგი ვარიანტი მაინც ვერ შეარჩიეს.
დარჩა მხოლოდ ერთი გამოსავალი: მოხუცების გაგზავნა მოხუცებულთა სახლში, მაგრამ შონს ეს იდეა არ მოწონდა. უფრო მეტიც, მშობლები იქ სხვადასხვა ოთახს მიიღებდნენ, მაგრამ მათ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ.
ჯინმა გადაწყვიტა ბანკიდან სესხი აეღო და შეემუშავებინა გეგმა, რომელიც ამ სიტუაციიდან გამოიყვანდა. მათ სახლს ჰქონდა სარდაფი და გადაწყვიტა ის საცხოვრებელ ოთხახად გაეკეთებინათ.
მამაკაცმა ოთახები საკუთარი ხელით მოაწყო. დაამაგრა შხაპი, ტუალეტი და პატარა სამზარეულოც კი. შედეგად მიიღეს სრულფასოვანი ოთახი მშობლებისთვის, რომლებმაც მისი დანახვისას ცრემლები ვერ შეიკავეს.
შონის ასეთი ქმედება მაგალითია იმისა, რომ ნებისმიერ სიტუაციაშია შესაძლებელი გამოსავლის პოვნა. ამ ოჯახს ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებთ.