წნევის მკვეთრი ცვლილებები დიდი ხანია აღარ მაწუხებს, რისთვისაც ამ საშინაო რეცეპტებს ვემადლიერები

მაღალი წნევა უკავშირდება ცუდი ქოლესტერინის დონის მომატებას, მავნე ჩვევებს, არასწორი ცხოვრების წესებს, სტრესებს, ჭარბ წონას, ალკოჰოლს, მარილის ჭარბად მოხმარებას.

ჰიპერტენზიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • თავბრუსხვევა,
  • გულისრევის შეგრძნება,
  • ღებინება,
  • ტკივილი მკერდის არეში,
  • მხედველობის დაბინდვა,
  • თავის ტკივილი.

ჰიპერტონიის მკურნალობა საკმაოდ რთული ამოცანაა.  გირჩევთ, შეზღუდოთ მარილის მოხმარება და რეგულარულად ივარჯიშოთ. ამ გზით მნიშვნელოვნად გააუმჯობესებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას. ასევე რეკომენდებულია დაბალანსებული დიეტა, რომელიც დატვირთულია ხილითა და ბოსტნეულით.

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე დაფუძნებულ რამდენიმე უმარტივეს მეთოდს, რომელთა საშუალებით შეძლებთ ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლას.

1. ნიორი

ანტიოქსიდანტური თვისებებით გაჯერებული ნიორი ამცირებს სისხლის წნევას, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას.

რეკომენდებულია ნივრის ყოველდღიურად გამოყენება ან მიიღეთ შემდეგი წესის მიხედვით მომზადებული ნარევი. ნივრის  1-2 კბილს დაასხით  ჭიქა წყალი, გააჩერეთ მთელი ღამე, დილით დაამატეთ ლიმონის წვენი და დალიეთ. სასმელი დაგეხმარებათ კუჭის წვენის pH ბალანსის დარეგულირებაში და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

2. ლიმონისა და ოხრახუშის ნარევი

1 ცალი ლიმონი და 1-2 მუჭა ოხრახუში დაჭერით, გაატარეთ და აურიეთ. ნარევის 1 ს. კ. მიიღეთ უზმოზე. ნარევი ამცირებს არტერიულ წნევას, ვინაიდან ორივე პროდუქტი შარდმდენი საშუალებაა, გამოდევნის ზედმეტ სითხეს და წმენდს ორგანიზმს.

კიდევ ერთი ძალიან სასარგებლო მეთოდია უზმოზე ჭიქა თბილი წყლისა და ლიმონის წვენის ნარევის მიღება.

3. ჭარხალი

ჭარხალი შეიცავს მაგნიუმს, კალიუმს, რკინას, ნატრიუმს, კალციუმს, ფოსფორს, თუთიას. ამ საოცარ ბოსტნეულს დიდი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის.

განსაკუთრებით სასარგებლოა უმი ჭარხლის წვენი. მიიღეთ ყოველდღიურად ჭარხლის წვენი 50 მლ და ჰიპერტენზიის ნუ შეგეშინდებათ. ჭარხლის წვენის ეფექტურობას განაპირობებს მაგნიუმი, ვინაიდან ამ მინერალის დეფიციტი იწვევს ჰიპერტენზიას.

არტერიულმა წნევამ შეიძლება მრავალი გართულება გამოიწვიოს. გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და აირიდეთ მოსალოდნელი გართულებები.

გისურვებთ ჯანმრთელობას!