კენკრის არომატებით გაჯერებული ეს ღვეზელი ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა

428

შემოგთავაზებთ უგემრიელესი და საოცრად არომატული ღვეზელის რეცეპტს. დესერტი შეგიძლიათ მოამზადოთ მარწყვით, ჟოლოთი, მოცვით, შავი ან წითელი მოცხარით. კენკროვნების, ნაზი, ფაფუკი ცომისა და არაჟნის შიგთავსის  კომბინაციით განუმეორებელ დესერტს მიიღებთ.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 2 ჩ. ჭ.
  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქრის ფხვნილი 4 ს. კ.
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • კარაქი 130 გრ

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 2 ს. კ.
  • კვერცხი 1 ცალი
  • არაჟანი 250 გრ
  • შაქარი 140 გრ
  • ღვეზელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 300 გრ ნებისმიერი კენკრა

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. თქვენთვის სასურველი კენკრა გარეცხეთ და დაყარეთ თუშფალანგზე.
  2. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, შეურიეთ დარბილებული კარაქი. შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და მოზილეთ ცომი. მზა ცომს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და 15-20 წუთით შედეთ მაცივარში.
  3. ამზადებთ შიგთავსს: კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ არაჟანი, ფქვილი და აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  4. ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და საცხობი ფორმის ძირზე თანაბრად გაანაწილეთ, ამოიტანეთ გვერდებზედაც. ცომზე თანაბრად გაანაწილეთ კენკრა და ზემოდან დაფარეთ არაჟნიანი მასით.
  5. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 45-55 წუთი (დრო თქვენს ღუმელზეა დამოკიდებული). დესერტი ღუმელიდან გამოცხობისთანავე არ გამოიღოთ, კარი გამოაღეთ და, დაახლოებით, 10 წუთი კიდევ გააჩერეთ.

გემრიელად მიირთვით!