კარტოფილი, ყველი და კეფირი. სულ რამდენიმე წუთი და უგემრიელესი კერძი მზად გექნებათ

შემოგთავაზებთ კარტოფილისა და ყველის კომბინაციით მომზადებული საოცრად გემრიელი კერძის რეცეპტს.

უმარტივესი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით შეგიძლიათ მარტივად და სახელდახელოდ მოამზადოთ ოქროსფრად დაბრაწული, მადისაღმძვრელი კერძი.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარტოფილი 10 ცალი
  • კეფირი ნახევარი ჩ. ჭ.
  • ხახვი 1 თავი
  • ნიორი 3 კბილი
  • ყველი 150 გრ
  • მარილი, შავი პილპილი, კამა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კარტოფილი გათალეთ, დაჭერით მრგვალ თხელ ნაჭრებად და გაანაწილეთ საცხობ ფორმაზე.
  2. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა, დაასხით 2-3 ს. კ. ზეითუნის ზეთი და გააჩერეთ 3-5 წუთი.
  3. შემდეგ ხახვი გაანაწილეთ კარტოფილზე.
  4. კეფირი შეაზავეთ დაჭყლეტილი ნივრით, წვრილად დაჭრილი კამით, მარილით, შავი პილპილით და მომზადებული სოუსი მოასხით კარტოფილს.
  5. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე და კარტოფილი 30 წუთით შედეთ ღუმელში.
  6. შემდეგ ფორმა გამოიღეთ, კარტოფილს მოაყარეთ გახეხილი ყველი და 15 წუთით კვლავ შედეთ ღუმელში.

სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და გემრიელად მიირთვით!