ღვიძლი სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოა, რომელიც მრავალ ფუნქციას ასრულებს. ღვიძლი ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას, სისხლის გაწმენდას, გამოყოფს ნაღველს, რომელიც გეხმარებათ საკვები ნივთიერებების სინთეზში და ა. შ.
როგორც კი ღვიძლი სათანადოდ არ ფუნქციონირებს, ორგანიზმს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მრავალი პრობლემა ექმნება. ღვიძლის ფუნქციების დარღვევა იწვევს თავის ტკივილს, გადაღლილობას, იმუნური სისტემის დაქვეითებას, იქმნება საჭმლის მონელების პრობლემები და ა. შ.
სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე ნიშანს, რომელთაც ღვიძლი გიგზავნით და გატყობინებთ, რომ მას დახმარება სჭირდება. დაუკვირდით თქვენს ორგანიზმს, მოცემულ სიმპტომებს ნუ უგულებელყობთ, დროულად მიმართეთ ექიმს და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.
1. ტკივილი
შეგახსენებთ, თუ ღვიძლის არეში ტკივილი აღგენიშნებათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.
2. მადა და წონა
მადისა და წონის დაკარგვა შეიძლება მიუთითებდეს, რომ თქვენი ღვიძლი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, ამიტომ არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი.
3. გულისრევა
გულისრევა მრავალი დაავადებების სიმპტომია, მაგრამ მისი მუდმივი შეგრძნება მიუთითებს, რომ ღვიძლი დაზიანებულია და ვერ უმკლავდება თქვენს ორგანიზმში არსებულ ტოქსინებს.
4. შარდი
თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ დღის განმავლობაში იღებთ საჭირო რაოდენობის წყალს, მაგრამ შარდის ფერი მაინც შეიცვალა, ეს აშკარა ნიშანია, რომ ღვიძლს დახმარება სჭირდება.
6. სისხლი განავალში
თუ განავალში შეამჩნევთ სისხლს დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.
7. სითხის შეკავება
ორგანიზმიდან საჭირო რაოდენობით სითხის არ გამოყოფა იწვევს შეშუპებას. ეს სიმპტომი შეიძლება მიუთითებდეს როგორც ღვიძლის, ისე თირკმლის პრობლემების არსებობაზე.
8. შებერვა
მუცლის შებერილობის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს, მაგრამ თუ ეს უსიამოვნო პრობლემა სისტემატურ სახეს იღებს და სხვა ნიშნებიც აღგენიშნებათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
9. დაღლილობა
როდესაც ღვიძლი ნორმალურად არ ფუნქციონირებს, თითქოს სხეული დამძიმებულია და მუდმივად გრძნობთ დაღლილობას.
10. გაღიზიანება, გამონაყარი და კანის სხვა პრობლემები
დაზიანებული ღვიძლი იწვევს კანის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა გაღიზიანება და გამონაყარი.
11. საჭმლის მონელება
დაზიანებული ღვიძლი მუდმივად განიცდის დისპეფსიას, კუჭ-ნაწლავის ნორმალური მოქმედების მოშლა, საჭმლის მონელების დარღვევა. თუ თქვენ მუდმივი დიარეა ან ყაბზობა, ან საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა პრობლემები აღგენიშნებათ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!