ბიუჯეტური ინგრედიენტებით მომზადებული ხელნაკეთი ხსნარები ეფექტურობით არ ჩამოუვარდება კომერციულ საშულებებს. თქვენი ხელით შეგიძლიათ მოამზადოთ საწმენდი საშუალებები და დაიცვათ სახლში სისუფთავე.
ამჯერად, გაგიზიარებთ ხელნაკეთი ხსნარის რეცეპტს, რომელიც ეფექტურად აშორებს ნადებსა და ჟანგს.
სამზარეულოსა და სააბაზანოს ძნელად მისადგომ ადგილებში, რომელშიც მუდმივად აღწევს ტენიანობა, ჩნდება ნადები. დროთა განმავლობაში მეტალის ნივთები ჟანგდება. მოცემული საშუალების დახმარებით მარტივად შეძლებთ ჟანგის და ყველაზე რთული ნადების მოშორებას.
პირველი ნაბიჯი
ჟანგისა და ნადების საწინააღმდეგო ხსნარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ლიმონმჟავა 1 ს. კ.
- საკვები სოდა 1 ს. კ.
- თბილი წყალი 400 მლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ ღრმა თასში.
მეორე ნაბიჯი
მომზადებული ხსნარი გადაასხით სპრეი ბოთლში და შეაფრქვიეთ დაბინძურებულ ადგილებზე. სამოქმედოდ დატოვეთ რამდენიმე საათი.
მესამე ნაბიჯი
შემდეგ გასაწმენდად გამოიყენეთ ღრუბელი და ჩამორეცხეთ წყლით. მოცემული საშუალების გამოყენების დროს აუცილებლად გაიკეთეთ ხელთათმანები.
ხსნარი არ გამოიყენოთ პლასტმასის ზედაპირის გასაწმენდად, რადგან შეიძლება ზედაპირი დაიკაწროს.