ყველის ძალიან თხელი და ნაზი ბლინები. მოსამზადებლად უმარტივესია

მოამზადეთ ყველის არომატით გაჯერებული უგემრიელესი, თხელი, ნაზი, რბილი ბლინები და გაახარეთ თქვენი საყვარელი ადამიანები. ბლინები შეგიძლიათ მიირთვათ არაჟანთან ერთად.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რაფინირებული ზეთი 30 მლ
  • რძე 250 მლ
  • ფქვილი 1 ჩ. ჭ.
  • შაქარი 2 ს. კ.
  • მარილი 1 ჩ. კ.
  • ყველი 100 გრ
  • კვერცხი 3 ცალი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი, მარილი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ რძე და ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ ფქვილი. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  2. ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე და შეურიეთ ფქვილიან მასას.
  3. შემდეგ დაამატეთ ზეთი და ცომიც მზად არის.

ბლინები მოამზადეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით და გემრიელად მიირთვით!