სოკოს სპორები და ობი სარეცხი მანქანის ზედაპირიდან ბოლომდე რომ გააქროთ, გამოიყენეთ ხელმისაწვდომი საშინაო საშუალება

სარეცხი მანქანა თანამედროვე ქალბატონების მარჯვენა ხელი და უნიკალური დამხმარეა.

მაგრამ ერთხელაც, თქვენი დამხმარე უსიამოვნო სიურპრიზით გაგაოცებთ. გარეცხილი სამოსის გამოსაღებად გამოაღებთ კარს  და სისუფთავისა და არომატული სურნელის ნაცვლად დოლურა  უსიამოვნო სუნს გამოსცემს.

დოლურაში უსიამოვნო სუნის წარმოქმნის მთავარი მიზეზი არის არასათანადო მოვლა, რაც ხელს უწყობს მანქანის სხვადასხვა ნაწილებში სოკოსა და ბაქტერიების  გამრავლებასა და გავრცელებას, ობის წარმოქმნას.

ობი გამოყოფს მიკოტოქსინებს, რომლებიც კანზე მოხვედრისას იწვევს ალერგიულ რეაქციას. რეაქცია ვლინდება სიწითლისა და ქავილის სახით.

ამ მიკროელემენტების ჩასუნთქვისას ადამიანს შეიძლება განუვითარდეს რესპირატორული დაავადებები და ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები.

შემოგთავაზებთ ხელნაკეთი სადეზინფექციო ხსნარის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც თქვენს სარეცხ მანქანას მოაშორებთ უსიამოვნო სუნს და გაანადგურებთ მიკროელემენტებს.

ხსნარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წყალი 3 ლ
  • წყალბადის ზეჟანგი ნახევარი ჩ. ჭ.
  • ლიმონის წვენი ნახევარი ჩ. ჭ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. წყალს დაამატეთ ლიმონის წვენი, წყალბადის ზეჟანგი და კარგად აურიეთ.
  2. მომზადებული ნარევით გააჯერეთ ქსოვილი და გაწმინდეთ დოლურა, სარეცხი მანქანის კარის რეზინის ლუქები, ყველა ნაკეცი, რომელთაც ხშირად უჩნდება ნადები (ცხიმის ნაწილაკები), რაც იწვევს უსიამოვნო სუნის წარმოქმნას. შემდეგ სარეცხი მანქანა კარგად გამოწმინდეთ მშრალი ტილოთი და კარი ღია დატოვეთ.

როგორც კი შეამჩნევთ უსიამოვნო სუნს, მოამზადეთ უმარტივესი, ბიუჯეტური ხელნაკეთი სადეზინფექციო ხსნარი და გაწმინდეთ თქვენი მანქანა მიკროელემენტებისგან.