თავის ტკივილი-პრობლემა, რომელიც ერთხელ მაინც განუცდია ნებისმიერ ადამიანს. ასეთ შემთხვევაში ნუ მიეძალებით ტკივილგამაყუჩებლებს, რადგან სამედიცინო პრეპარატები იწვევს შეჩვევას, ადამიანი დამოკიდებული ხდება მასზე და აგრეთვე ახასიათებს სხვა გვერდითი მოვლენებიც.
უმჯობესია, სამკურნალოდ თუ გამოიყენებთ ნატურალურ საშუალებებს, რომლებიც ტკივილებს ყოველგვარი გართულებების გარეშე მოგიხსნით.
როგორ დავაღწიოთ თავი ტკივილს?
თავდაპირველად, გაარკვიეთ, რა გაწუხებთ. თუ სახსრები გტკივათ, აღგენიშნებათ სისხლჩაქცევები, შეშუპება შემოგთავაზებთ ეფექტური საშუალების რეცეპტს, რომელიც მარილის ბაზაზე არის შექმნილი.
სახსრების სამკურნალოდ მარილს უძველესი დროიდან იყენებდნენ. ზეთი კი მხოლოდ იმისთვის გამოიყენება, რომ მარილი მარტივად შეიზილოთ დაზიანებულ ადგილზე და ხელს უწყობს შეწოვას.
საშუალება ეფექტურად გამოიყენება ხერხემლისა და ზურგის პრობლემების სამკურნალოდ. მარილი ფლობს გამათბობელ ეფექტს და ადუნებს კუნთებს. მას შეუძლია სწრაფად გამოყოს ტენიანობა, ამიტომ ის ეფექტურად გამოიყენება შეშუპებისა და სისხლჩაქცევების დროს. მარილის მოქმედების პრინციპი იოდის მსგავსია. იგი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ამიტომ მარილის პროცედურები ეფექტურია თავის ტკივილის სამკურნალოდ და ორგანიზმის ტოქსინებისგან გასაწმენდად.
სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ მარილი და ზეთი. უმჯობესია ზეითუნის ზეთს თუ გამოიყენებთ. ორივე იგრედიენტი ყველასთვის ხელმისაწვდომია, ამიტომ დაუყონებლივ დაიწყეთ მისი მომზადება.
- აიღეთ 20 ს. კ. არარაფინირებული მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთი და 10 ს. კ. უმაღლესი ხარისხის მარილი.
- იგრედიენტები კარგად აურიეთ და საშუალება მოათავსეთ ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში.
- მომზადებული მასა ორი დღით დააყოვნეთ ოთახის ტემპერატურაზე.
- უძლიერესი, უმარტივესი სამკურნალო საშუალება მზადაა.
გამოყენების წესები:
- უმჯობესია მარილის პროცედურები დილაობით გაიკეთოთ.
- სანამ საშუალებას დაზიანებულ ადგილზე შეიზელთ, კარგად ნახეთ, რომ ნაკაწრი ან ნახეთქი, ან ჭრილობა არ გქონდეთ.
- მარილი თხელ ფენად დაიტანეთ დაზიანებულ ადგილზე და ფრთხილად შეიზილეთ.
- შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დროს ანდომებთ შეზელვის პროცესს. თავდაპირველად პროცედურის ხანგრძლივობა 3 წუთია და თანდათან გაზარდეთ 15-20 წუთამდე.
- მასაჟის დამთავრების შემდეგ არ იჩქაროთ მარილის მოშორება. საკმარისია, მხოლოდ მშრალი პირსახოცით ან ხელსახოცით გაიწმინდეთ.
შედეგს უკვე ერთი კვირის შემდეგ დაინახავთ. დაგიამდებათ ტკივილი, მოგეხსნებათ დისკომფორტი და უსიამოვნო შეგრძნებები.
ნუ დაიზარებთ, აუცილებლად გამოიყენეთ შემოთავაზებული უმარტივესი საშუალება, განსაკუთრებით კი, მაშინ თუ მედიკამენტებმა არ გიშველათ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, ნუ გადაიხდით ზედმეტს, მოამზადეთ შემოთავაზებული უმარტივესი, უძლიერესი სამკურნალო საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.