
მუქი ლაქები სახეზე_კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. პიგმენტური ლაქები, ჩვეულებრივ, ჩნდება ასაკთან ერთად, ორსულობის პერიოდში, მზის სხივების ზემოქმედების, აკნესა და აკნეს ნაწიბურების შედეგად.
სახის კანი ყველაზე მეტად ექვემდებარება გარემო ფაქტორების ზემოქმედებას და, სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებასაც კი აქვთ კანის პრობლემები.
თანამედროვე ეპოქაში პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო უამრავი კომერციული კოსმეტოლოგიური საშუალება არსებობს. მაგრამ, სამწუხაროდ, მათგან სასურველ შედეგს ყოველთვის ვერ იღებთ და, ამავე დროს, საკმაოდ ძვირადღირებულია. ამიტომ ქალბატონების უმეტესობა იყენებს ბუნებრივ საშუალებებს.
შემოგთავაზებთ უმარტივესი ხელნაკეთი საპნის რეცეპტს, რომლის წყალობით შეძლებთ ოცნება რეალობად აქციოთ და მოიშოროთ უსიამოვნო მუქი ლაქები, ნაოჭები და აღმოფხვრათ კანის სხვა პრობლემები.
ხელნაკეთი საპნის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ლიმონი 1 ცალი
- მცირეოდენი (დაახ. 1 ჩ.კ.) ალოე ვერას გელი
- ნუშის ან ქოქოსის რძე 1 ჩ. ჭ.
- გლიცერინის საპონი
- კურკუმა 2 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
გლიცერინის საპონი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. შემდეგ შეურიეთ კურკუმა. მიღებულ მასას დაამატეთ რძე, ლიმონის წვენი, ალოე ვერას გელი და კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
აიღეთ ოთხკუთხედი კონტეინერი ან სასაპნე (თქვენთვის ხელმისაწვდომი), წაუსვით სპირტი ან არაყი და ჩაასხით ხელნაკეთი საპონი და დაელოდეთ გამაგრებას. მასა უნდა იყოს მყარი, როგორც საპონი.
ხელნაკეთი საპნით დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს, დაიბანეთ პირი. სასურველი შედეგი დიდი ხნით არ დააყოვნებს. მალე სახის კანის ტონი გაგითანაბრდებათ. საოცარი საპნის საშუალებით შეძლებთ კანის სხვა პრობლემათა აღმოფხვრას.