ეს ცხიმიანი პროდუქტები აუცილებელია თქვენი გულის სიძლიერისა და სისხლის კარგი მიმოქცევისთვის

494

თუ გსურთ, გქონდეთ ძლიერი გული და სისხლის კარგი მიმოქცევა, იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ნუ მოწევთ, უარი თქვით ალკოჰოლის მიღებაზე, იკვებეთ სწორად, რეგულარულად ივარჯიშეთ.

იმისათვის, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემას შეუნარჩუნოთ ჯანმრთელობა, მოერიდეთ არაჯანსაღი, გადამუშავებული ცხიმების შემცველ საკვების მიღებას.

დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი საკვები პროდუქტები. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ბუნებრივ წყაროდ ითვლება თევზეული, რადგან ჯანსაღი ცხიმები ძირითადად შედის თევზის ქონის შემადგენლობაში.

შემოგთავაზებთ იმ თევზეულის ჩამონათვალს, რომელთა საშუალებით ორგანიზმს მიაწვდით ჯანსაღ ცხიმოვან მჟავებს და შეძლებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას.

1. სკუმბრია

სკუმბრია მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით, აგრეთვე ცილის საუკეთესო წყაროა. სკუმბრია მოამზადეთ გრილზე ან ღუმელში.

2. კალმახი

კალმახი შეგიძლიათ მოამზადოთ გრილზე ან გამოაცხოთ ღუმელში, ან მოამზადოთ წვნიანი. კალმახი ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის.

3. ორაგული

ორაგული ხელმისაწვდომია წლის ნებისმიერ დროს. შეგიძლიათ შეიძინოთ გაყინული, დაკონსერვებული სახით. მოერიდეთ დამარილებული ორაგულის გამოყენებას, რადგან ის ბევრ ნატრიუმს შეიცავს და საზიანოა.

4. სარდინი

როგორც ორაგულის, ისე სარდინის უამრავი სხვადასხვანაირი კონსერვის შეძენა შეგიძლიათ, მაგრამ გირჩევთ, იყიდოთ გაყინული და თქვენ თვითონ მოამზადოთ.

6. ქაშაყი

აირჩიეთ ახალი ან გაყინული ქაშაყი და მოამზადეთ გრილზე ან გამოაცხვეთ ღუმელში.

7. ანჩოუსი (ქაფშია)

დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ჯანსაღი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი თევზის ეს სახეობა.

ექსპერტების აზრით, კვირაში 2-ჯერ აუცლებლად უნდა მიიღოთ 100-100 გრ ცხიმიანი თევზი.

მიირთვით მოხარშული თევზი, არ არის რეკომენდებული თევზის შეწვა, რადგან მას არანაირი სარგებელი არ მოქვს ორგანიზმისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას!