ხაჭოს ნაზი და წვნიანი დესერტი მარწყვით. გემო და არომატი, რომელიც მიყვარს

უგემრიელესი და საოცრად არომატული, სურნელოვანი მარწყვი შესანიშნავი შიგთავსია ღვეზელისთვის, ხოლო ხაჭოსთან კომბინაციით უჩვეულო, ნაზ დაწვნიან სიამოვნებას მიიღებთ.

შემოგთავაზებთ მოსამზადებლად უმარტივესი და ძალიან გემრიელი დესერტის რეცეპტს.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხაჭო 250 გრ
  • კარაქი 250 გრ
  • შაქარი 100 გრ
  • კვერცხი 2 ცალი
  • გამაფხვიერებელი 2 ჩ. კ.
  • ფქვილი 400 გრ
  • ვანილი

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხაჭო 250 გრ
  • შაქრის ფხვნილი 3-4 ს. კ.
  • სახამებელი 2 ს. კ.
  • მარწყვი 400 გრ

მომზადების წესი:

  1. კვერცხი, შაქარი, ხაჭო და ვანილი ათქვიფეთ.
  2. კარაქი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე და დაამატეთ კვერცხიან მასას.
  3. გაცრილ ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი, ნელ-ნელა დაამატეთ ხაჭოიან მასას და მოზილეთ ცომი.
  4. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. ცომი თანაბრად გაანაწილეთ და ამოიტანეთ ფორმის გვერდებზედაც. ღვეზელის მოსართავად მოიტოვეთ ცომის მცირე ნაწილი.
  5. შიგთავსის მოსამზადებლად ათქვიფეთ ხაჭო, შაქრის ფხვნილი, 1 ს. კ. სახამებელი და ვანილი.
  6. მომზადებული შიგთავსი დაიტანეთ ცომზე და თანაბრად გაანაწილეთ. შემდეგ ლამაზად მოაწყვეთ მარწყვები და ზემოდან მოაყარეთ სახამებელი.
  7. დარჩენილი ცომი გააბრტყელეთ, დაჭერით 1 სმ  სიგანის გრძივ  ზოლებად და ღვეზელზე გამოსახეთ ბადე.
  8. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30 წუთი.

მოამზადეთ მარწყვისა და ხაჭოს არომატით გაჯერებული ღვეზელი და გემრიელად მიირთვით!