არაჟნის ცომზე მომზადებული ნაზი, ფაფუკი და ჰაეროვანი დესერტი, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ

შემოგთავაზებთ არაჟნის ცომით მომზადებული უგემრიელესი, არომატული, ნაზი და ჰაეროვანი ნამცხვრის რეცეპტს.

დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 500 გრ
  • წყალი 140 მლ
  • კარაქი 75 გრ
  • შაქარი 100 გრ
  • არაჟანი 100 გრ
  • საფუარი 5 გრ
  • მარილი 5 გრ
  • 2-3 ცალი კვერცხის გული ზემოდან წასასმელად

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ამზადებთ საფუარს. საფუარი გახსენით თბილ წყალში, დაამატეთ 1 ს. კ. ფქვილი, აურიეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ სითბოში.
  2. როდესაც საფუარი ამოვა, დაიწყეთ ცომის მოზელა.
  3. გაცრილ ფქვილს დაამატეთ შაქარი, მარილი, არაჟანი, კარაქი და აურიეთ. შემდეგ თანდათან დაამატეთ საფუარი და მოზილეთ ცომი. ზელთ დიდხანს. მზა ცომი 20 წუთი დადეთ სითბოში და გადააფარეთ ტილო. შემდეგ ისევ ზელთ, დაახლოებით, 10 წუთი. ცომი უნდა იყოს გლუვი და პლასტიკური. გადააფარეთ ტილო და დადეთ სითბოში.
  4. აფუებული ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე,    გაყავით 8-10 თანაბარ ნაწილად და გამოხელეთ გუნდები. გადააფარეთ ტილო და დაასვენეთ 5-10 წუთი.
  5. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
  6. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ 1-1,5 სმ სისქის ფენად და  დააწყვეთ საცხობ ფორმაზე, გადააფარეთ ტილო და დაასვენეთ 30-40 წუთი. შემდეგ დაჩხვლიტეთ ხის შამფურით და წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული.

ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. დრო განსაზღვრეთ თქვენი ღუმელის მიხედვით. როდესაც  ორცხობილები გახდება მუქი ოქროსფერი, მზად არის.

გემრიელად მიირთვით!