როგორ გავიწმინდოთ სხეული ვაშლის დახმარებით. მარტივი პროცედურა გაგიჯანსაღებთ მთელ ორგანიზმს

ყველა ადამიანმა, რაც არ უნდა ჯანმრთელი იყოს, თვეში ერთხელ მაინც უნდა გაიწმინდოს ორგანიზმი. არსებობს მრავალი თეორია და მეთოდი, რომელთა მიხედვითაც შეძლებთ ორგანიზმის გაწმენდას.

ამჟამად, გთავაზობთ დეტოქსის დღეს ვაშლით. ვაშლი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და გემრიელი პროდუქტია.

იგი შეიცავს მრავალ სასარგებლო ნივთიერებას, მათ შორის არის პექტინი, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, შთანთქავს და გამოდევნის შხამებსა და მავნე ნივთიერებებს ქსოვილებიდან.

ვაშლით წმენდის მეთოდი სასარგებლოა პოდაგრის, რევმატიზმის, ართრიტის, ღვიძლისა და თირკმელების  დაავადებების დროს. ამ გზით შეძლებთ დაბლოკილი სისხლძარღვებისა და სისხლის გაწმენდას. ვაშლით წმენდა ხელს უწყობს კანის პრობლემების აღმოფხვრას. მეთოდი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ასწრაფებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ხელს უწყობს წონის კლებას.

გაითვალისწინეთ, როდესაც ვაშლს მიირთმევთ, უნდა დაღეჭოთ რაც შეიძლება დიდხანს.

შემოგთავაზებთ მარტივ მითითებებს, რომელთა მიხედვით შეძლებთ ვაშლით წმენდის პროცესის სწორად წარმართვას:

საუზმე ჩაანაცვლეთ ვაშლის წვენისა და წყლის ნარევით.

ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი  ინგრედიენტები:

  • ვაშლის ახალგამოწურული წვენი 100 მლ
  • წყალი 100 მლ
  • ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. პირველ რიგში, გამოწურეთ ვაშლის წვენი, დაამატეთ მოცემული ინგრედიენტები და აურიეთ.
  2. სასმელი მიიღეთ თბილი და ყლუპყლუპობით, ერთბაშად დალევა არ შეიძლება.
  3. 2-3 საათის შემდეგ მიირთვით 2 ცალი ვაშლი კანიანად.
  4. სადილზე დალიეთ 1-2 ჩ. ჭ. ვაშლის კამპოტი, დაამატეთ 2 ჩ. კ. თაფლი.
  5. 1-2 საათის შემდეგ კვლავ შეჭამეთ 2-4 ვაშლი კანიანად.
  6. დღის მეორე ნახევარში დალიეთ ვაშლის წვენისა და წყლის ნარევი როგორც საუზმეზე.
  7. სამხარზე მიირთვით ერთი თეფში თბილ-თბილი ვაშლის პიურე, რომელსაც შემდეგი წესის მიხედვით მოამზადებთ. ვაშლი გათალეთ, გახეხეთ და დაამატეთ 2 ჩ. კ. თაფლი.

დეტოქსიკაციის დღეს არ არის რეკომენდებული სხვა საკვების ან სასმელის მიღება. შეგიძლიათ დალიოთ მხოლოდ წყალი.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა, ჩაიტარეთ თვეში ერთხელ ვაშლით წმენდა და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!