
ქათმის ფილე ნაღების სოუსში გემრიელი, საოცრად არომატული და მარტივად მოსამზადებელი კერძია. ცხელი კერძი სადღესასწაულო სუფრასაც კი დაამშვენებს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქათმის ფილე 1 კგ
- ცხიმიანი ნაღები 1 ჩ. ჭ.
- მდოგვი 1 ჩ. კ.
- ყველი 100 გრ
- ნიორი 3 კბილი
- ბეგქონდარა 4 ყლორტი
- ზეთი ფილეს შესაწვავად
- მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ფილეს მოაყარეთ მარილი, პილპილი და ორივე მხრიდან შეწვით ტაფაზე.
- ნიორი დანაყეთ და შეურიეთ ნაღებს, დაამატეთ მდოგვი, ბეგქონდარა, მარილი, პილპილი.
- ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე.
- შემწვარი ფილე დააწყვეთ საცხობ ფორმაზე, დაასხით ნაღების სოუსი და მოაყარეთ გახეხილი ყველი.
ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. მოსამზადებლად დასჭირდება 15 წუთი.
ოქროსფრად დაბრაწული ქათმის ფილე ნაღების სოუსით მიირთვით ცხელი.