8 ყურადსაღები მიზეზი, რატომაც უნდა შეიყვაროთ მწყრის კვერცხი

მწყერის გემრიელი, ჭორფლიანი, მოცულობით ქათმის კვერცხზე ბევრად უფრო პატარა, კვერცხი ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტად არის მიჩნეული.

მწყერის კვერცხი შეიცავს დიდი რაოდენობით A, E, D, B1, B2, PP_ვიტამინებს, კალიუმს, კალციუმს, რკინას, ფოსფორს, მაგნიუმს, მანგანუმს, კობალტს, შეუცვლელ ამინომჟავებს: ლიზინს, მეთიონინს, ტრიფტოფანს, ცისტეინს.

მოგაწვდით მცირე ინფორმაციას, თუ რა სარგებლობა მოაქვს თქვენი ორგანიზმისთვის მწყერის კვერცხის რეგულარულად მიღებას. გაითვალისწინეთ, რომ მისი გადაჭარბებული მოხმარება არ არის რეკომენდებული. საკმარისია, დღეში მწყერის 3 კვერცხის მირთმევა.

1. აუმჯობესებს მხედველობას

A ვიტამინის მაღალი შემცველობის წყალობით მწყერის კვერცხი იცავს ჩვენს მხედველობას. გამოდის, რომ A ვიტამინის ანტიოქსიდანტური მოქმედება ხელს უწყობს მაკულარული დეგენერაციის შემცირებას და ხელს უშლის კატარაქტის განვითარებას.

2. ხელს უწყობს უჯრედის ზრდას

როგორც ქათმის კვერცხი, მწყერის კვერცხიც შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას, რომელიც ხელს უწყობს ახალი უჯრედების ზრდას, აძლიერებს ძვლებს, კუნთებსა და სისხლძარღვებს. ცილის ზემოქმედებას შეუძლია უზრუნველყოს ადამიანის სხეულის ბუნებრივი და ჯანსაღი ზრდა და აღდგენა.

3. ამცირებს სისხლის წნევას

მწყერის კვერცხი შეიცავს ბევრ აუცილებელ მინერალს, მათ შორის, კალიუმს. კალიუმი ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას. ეს მინერალი მოქმედებს, როგორც ვაზოდილატორები (სიხლძაღვების გამაფართოებელი ნერვული ბოჭკოები), ხსნის დაძაბულობას არტერიებსა და სისხლძარღვებში.

მწყერის კვერცხის შემადგენლობაში ბევრად უფრო მეტი კალიუმია, ვიდრე ქათმის კვერცხში.

4. ხელს უშლის ქრონიკული დაავადებების გავრცელებას

როგორც უკვე ვიცით, ანტიოქსიდანტები აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რადგან ისინი აქტიურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს. თავისუფალი რადიკალები იწვევს კიბოს, ქრონიკულ დაავადებებს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა მრავალ პრობლემას უქმნის ორგანიზმს.

მწყერის კვერცხი შეიცავს C და A ვიტამინებს, უძლიერეს  ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების განეიტრალებას.

5. აძლიერებს ძვლებს

მწყერის კვერცხი კალციუმის საუკეთესო წყაროა. ის ბევრად უფრო მეტ კალციუმს შეიცავს, ვიდრე ქათმის კვერცხი.

6. ასწრაფებს მეტაბოლიზმს

მწყერის კვერცხის შემადგენლობაში შემავალი B ჯგუფის ვიტამინები იწვევს მეტაბოლური აქტივობის, მათ შორის,  ჰორმონალური და ფერმენტული ფუნქციის სტიმულირებას.

7. ზრდის ენერგიის დონეს

უამრავი მინერალითა და მიკროელემენტით გაჯერებული მწყერის კვერცხი აღგავსებთ ენერგიით. გარდა ამისა, თითო პორციაში შედის თითქმის 7 მილიგრამი ცილა. სწორედ ამიტომ, ეს  საკვები ძალიან მნიშვნელოვანია ენერგიის რეზერვების შესავსებად.

მწყერის კვერცხი ძალიან სასარგებლო საუზმეა.

8. ანემიასთნ მებრძოლი

მწყერის კვერცხი შეიცავს უფრო მეტ რკინას, ვიდრე ქათმის კვერცხი. თუ თქვენ ანემიის პრობლემები გაქვთ, მიირთვით მწყერის კვერცხი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს საოცარი პროდუქტი უნდა მიიღოთ ზომიერად.

გისურვებთ ჯანმრთელობას!