შემოგთავაზებთ უგემრიელესი, უნაზესი და ფხვიერი ორცხობილების რეცეპტს. გადაიკითხავთ ინგრედიენტთა ჩამონათვალს და, ალბათ, იტყვით: რა უნდა გამოვიდეს გამაფხვიერებლისა და სოდის გარეშეო.
სცადეთ, მოამზადეთ ფხვიერი ორცხობილები, გაილამაზეთ ჩაის წვეულება და გაახარეთ თქვენი პატარები.
ორცხობილების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარაქი 250 გრ
- შაქრის ფხვნილი 1 ჩ. ჭ.
- მზესუმზირის ზეთი 80 მლ
- სახამებელი 4 ს. კ.
- ფქვილი 3,5 ჩ. ჭ.
- ვანილის შაქარი 10 გრ
მომზადების წესი:
- დარბილებულ კარაქს დაამატეთ ნახევარი ჩ. ჭ. შაქრის ფხვნილი, ვანილის შაქარი, ზეთი და ათქვიფეთ მიქსერით. შემდეგ შეურიეთ სახამებელი და 1 ჩ. ჭ. ფქვილი.
- დაამატეთ კიდევ ერთი ჭიქა ფქვილი და ურევთ კოვზით.
- შემდეგ ცომი გადმოიტანეთ სამუშაო ზედაპირზე, მოაყარეთ კიდევ ერთი ჭიქა ფქვილი და ცომს ზელთ ხელით. თანდათან შეაზილეთ დარჩენილი ფქვილიც.
- მიღებული ცომი გაყავით 3 თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილი გადაახვიეთ ისე, რომ მისცეთ ძეხვის ფორმა და დაჭერით 2 სმ სისქის რგოლებად.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დააწყვეთ ორცხობილები.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15 წუთი.
მზა ორცხობილები გამოიღეთ ღუმელიდან. გადმოიტანეთ ლანგარზე და ჯერ კიდევ ცხელი დაფარეთ დარჩენილი შაქრის ფხვნილით.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!