ვარიკოზული ვენები ქვედა კიდურების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც ახლავს გადიდებული, გაგანიერებული ვენები.
ვენების გაგანიერებას იწვევს სხეულის ქვედა ნაწილის ვენებზე დიდი ზეწოლა, რაც აფერხებს სისხლის მიმოქცევას. გართულებული სისხლის მიმოქცევა იწვევს ვენების შეშუპებას და კანის ქვეშ გამობურცვას.
მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად გირჩევთ, გამოიყენოთ ხალხური მედიცინის რეცეპტების მიხედვით მომზადებული ხელნაკეთი საშუალებები.
შემოგთავაზებთ ყველაზე ეფექტური და მრავალჯერ გამოცდილი საშუალებების რეცეპტებს, რომელთა შემადგენლობაში შემავალი ბუნებრივი ინგრედიენტები გაჯერებულია ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ვიტამინებით, მინერალებითა და მიკროელემენტებით. უსაფრთხო, ბიუჯეტური და მრავალჯერ გამოცდილი საშუალებები არ იწვევს გვერდით მოვლენებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს სისხლძარღვებს, ჰმატებს მათ ელასტიურობას, მოგიხსნით ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას.
1. ვაშლის ძმარი, სტაფილო და ალოე ვერა
მოცემული პროდუქტების კომბინაცია ქმნის უძლიერეს სამკურნალო ნარევს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ვაშლის ძმარი
- სტაფილო
- ალე ვერას გელი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აიღეთ თანაბარი რაოდენობით და დააბლენდერეთ. მომზადებული მასა შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
2. ალოე ვერას გელი
ალოე ვერას გელი გამოწურეთ, ოდნავ შეათბეთ და შეიზილეთ დაზიანებულ უბნებზე. შეგიძლიათ დაიტოვოთ მთელი ღამითაც, რა თქმა უნდა, თუ დისკომფორტს არ შეგიქმნით.
3. აბაზანები ვაშლის ძმრითა და ზღვის მარილით
პროცედურისთვის დაგჭირდებათ სათლი. ჩაასხით თბილი წყალი, დაამატეთ მარილი, ვაშლის ძმარი და აურიეთ. მომზადებულ აბაზანაში ჩაყავით ფეხები და გააჩერეთ 20 წუთი და მსუბუქი მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი.
მოცემული უმარტივესი საშუალებების წყალობით შეძლებთ ვარიკოზული ვენების შემაშფოთებელი სიმპტომების აღმოფხვრას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!