
შემოგთავაზებთ კიდევ ერთი უგემრიელესი კრემის რეცეპტს. ფაფუკი და ჰაეროვანი კრემით შეგიძლიათ მოამზადოთ ტორტები და სხვა დესერტები.
კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე 400 მლ
- 3 ცალი კვერცხის გული
- არაჟანი 35%-იანი ცხიმიანობის 400 მლ
- შაქარი 100 გრ
- შესქელებული რძე 100 მლ (ნახევარ ჩაის ჭიქამდე)
- სახამებელი ან ფქვილი 5 ს. კ.
- კარაქი 100 გრ
- ვანილი
მომზადების წესი:
- ქვაბში ჩაასხით 300 მლ რძე, დაამატეთ არაჟანი და შესქელებული რძე აურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე.
- ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხის გულები და შაქარი.
- ცალკე თასში მოათავსეთ სახამებელი, ნელ-ნელა დაასხით 100 მლ ცხელი რძე და სახამებელი კარგად გახსენით. შემდეგ დაამატეთ კვერცხიანი მასა და აურიეთ.
- როდესაც რძე ადუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ კვერცხიან მასას და ნიჩაბით კარგად აურიეთ.
- ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურევთ მასის გასქელებამდე. კრემი ცეცხლიდან გადმოდგით ადუღებისთანავე და დაამატეთ ვანილი.
- გაციებულ კრემს დაამატეთ დარბილებული კარაქი და მიქსერით კარგად ათქვიფეთ.
მოცემული კრემის მოსამზადებლად მე ყოველთვის სახამებელს ვიყენებ, რადგან მასა უფრო ჰაეროვანი და მსუბუქი გამოდის. კრემი შეგიძლიათ ნებისმიერი დესერტის მოსამზადებლად გამოიყენოთ.