შემოგთავაზებთ უგემრიელესი ღვეზელის რეცეპტს. ფხვიერი, ნაზი ცომი დაფარულია ვანილისა და არაჟნის არომატით გაჯერებული შიგთავსით.
ღვეზელი საოცრად გემრიელია. ცადეთ, მოამზადეთ და დარწმუნდით! ახლა ხილის სეზონია, შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენი საყვარელი ხილით.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარაქი 200 გრ
- კვერცხი 1 ცალი
- გამაფხვიერებელი 1,5 ჩ. კ.
- ფქვილი 2 ჩ. ჭ.
- შაქარი ნახევარი ჩ. ჭ.
შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- არაჟანი 500 გრ
- კვერცხი 4 ცალი
- ვანილის შაქარი 1 ჩ. კ.
- ვანილი 2 გრ
- შაქარი 5 ს. კ.
მომზადების წესი:
- ცივი კარაქი გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
- დაამატეთ შაქარი, კვერცხი, გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. ცომს ზელთ ხელით. მიიღებთ ფხვიერ ცომს.
- 22-24 სმ დიამეტრის საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ. ცომი ამოიტანეთ ფორმის გვერდებზეც.
- შიგთავსისთვის საჭირო ინგრედიენტები ათქვიფეთ მიქსერის დაბალ სიჩქარეზე. მომზადებული მასა დაასხით ცომზე. გაითვალისწინეთ, რომ ცომის გვერდები შიგთავსზე მაღალი უნდა იყოს.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. მოსამზადებლად დასჭირდება 30-40 წუთი.
- შეგიძლიათ არაჟანს შეურიოთ ორთქლის აბაზანაზე გამდნარი შოკოლადი, მაგრამ შეამცირეთ შაქრის რაოდენობა.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!