ამ სასმელის შესახებ მეგობარმა მიამბო, რისთვისაც დღემდე მისი მადლიერი ვარ. წმენდს ორგანიზმს და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას

როდესაც საქმე წონის დაკლებას ეხება, ადამიანების უმრავლესობა მიმართავს სწრაფ, ექსპრეს დიეტებს, რომლებიც სტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას და ჭარბ კილოგრამებს მოკლე ვადაში გვაშორებს. რაც არ უნდა მიმზიდველად ჟღერდეს ეს ფაქტი, გაითვალისწინეთ, რომ ასე უდიდესი ზიანი შეიძლება მოუტანოთ საკუთარ ჯანმრთელობას, პლუს მკაცრი დიეტებითა და შეზღუდვებით დაკლებული კილოგრამები უკან ბუმერანგის პრინციპით გვიბრუნდება.

ყველაზე კარგი ვარიანტი ჭარბი კილოგრამების წინააღმდეგ საბრძოლველად სწორი კვებაა, რაც გულისხმობს დღის განმავლობაში ხშირად, თუმცა აუცილებლად პატარ-პატარა ულუფებით კვებას. თუ სწორი რაციონის შედგენის პარალელურად დაიხმართ მსუბუქ ფიზიკურ აქტივობებს, სასიამოვნო ცვლილებებს მალევე იხილავთ. ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, დაკავდით ცურვით, ცეკვით, იოგით, ისეირნეთ ველოსიპედით და ა.შ.

ახლა კი გაგაცნობთ სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით მდიდარ საშინაო საშუალებას, რომელიც დააჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და გაწმენდს ჩვენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს დაგროვებული კილოგრამობით მავნე ნარჩენისგან. ასე შეძლებთ არა მხოლოდ წონის დაკლებას, არამედ მთელი სხეულის გაჯანსაღებას და სასიცოცხლო ენერგიის ამაღლებას.

მაშ ასე, დაგჭირდებათ:

  • 1 ბანანი
  • 1/4 ჩ.კ. ცეილონის დარიჩინი
  • 3 ს.კ. შვრიის ფანტელი
  • 6 ცალი ნუში
  • 1 ჩაის ჭიქა სეზამის ან სელის რძე (200 მლ წყალზე 2 ს.კ. თესლი)

მომზადებისა და მიღების წესი:

  1. პირველ რიგში, ვამზადებთ რძეს. 200 მლ წყალში დაამატეთ 2 ს.კ. სეზამის ან სელის თესლი, დააყოვნეთ სანამ მარცვლები გაფუვდება და მთლიანი მასა ჩაასხით ბელნდერში.
  2. დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და კარგად გადაურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  3. სწორი კვებისა და მსუბუქი ფიზიკური აქტივობების პარალელურად, მიიღეთ ის ყოველდღიურად 2 კვირის განმავლობაში, საუზმობამდე რამდენიმე წუთით ადრე.

რატომ ეს ინგრედიენტები?

  • შვრია უჯრედისით მდიდარი პროდუქტია, რომელიც ხანგრძლივი დროით გვინარჩუნებს სინაყრის შეგრძნებას, აქვს დადებითი გავლენა ჩვენი კანის მდგომარეობაზე და გვაშორებს ზედმეტ კილოგრამებს.
  • ბანანი კალიუმით, რკინით, კალციუმით, მაგნიუმითა და ფოსფორით მდიდარი პროდუქტია, რომელიც მარტივად გვანაყრებს და გვინარჩუნებს სინაყრის შეგრძნებას დიდი ხნით.
  • ნუშში შემავალი სასარგებლო მჟავები სტიმულირებს შინაგანი მექანიზმების მუშაობას, რომლებიც ორგანიზმის დეტქოსიკაციაზეა პასუხისმგებელი.
  • დარიჩნი აწესრიგებს გლუკოზის დონეს სისხლში და აქვეითებს მადას, რაც წონის დაკლებაში ძალიან გვეხმარება.

როგორ ებრძვით ჭარბ კილოგრამებს თქვენ? აუცილებლად მოგვიყევით საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ – ასე ძალიან დავეხმარებით ერთმანეთს!