ბადრიჯანი ლობიოს მარცვლებით. ჩემი საყვარელი კერძი ახლა კიდევ უფრო მეტად მიყვარს

შემოგთავაზებთ უგემრიელესი და არომატული, ცხელი კერძის რეცეპტს. პამიდვრითა და არომატული სანელებლებით შეზავებული ბადრიჯანი და ლობიო ძალიან მოგეწონებათ.

კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ბადრიჯანი 2 ცალი
  • პამიდორი 4 ცალი
  • ლობიო 250 გრ (მოხარშული)
  • წიწაკა ჩილი ნახევარი
  • ხახვი 100 გრ
  • კამა 10 გრ
  • დაფქული ქინძი 1 ჩ. კ.
  • რეჰანი 3 ღერო
  • ნიორი 10 გრ
  • მარილი, სანელებლები გემოვნებით
  • ცოტა ზეთი

მომზადების წესი:

  1. ბადრიჯანი დაჭერით კუბიკებად, დაყარეთ საწურზე და მოაყარეთ მარილი. ნახევარი საათის შემდეგ გარეცხეთ, ხელსახოცით შეაშრეთ, მოასხით ცოტა ზეთი, კარგად აურიეთ, დაყარეთ ტაფაზე და თუშეთ 5 წუთი.
  2. შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, პამიდორი, ჩილის წიწაკა, შეგიძლიათ დაამატოთ ნახევარი ჭიქა წყალიც, შეაზავეთ მარილით, დაფქული ქინძით და 7-8 წუთი თუშეთ დაბალ ცეცხლზე. ბოლოს დაამატეთ მოხარშული ლობიოს მარცვლები.

სუფრასთან მიტანის წინ შეაზავეთ წვრილად დაჭრილი კამით, რეჰანითა და ნივრით. გემრიელად მიირთვით!