უგემრიელესი თაფლაკვერა არომატული ცომითა და მომჟავო-მოტკბი ქლიავის ჯემის შიგთავსით

შემოგთავაზებთ უგემრიელესი თაფლაკვერის რეცეპტს, რომელიც გემოთი ძალიან ჰგავს ტულურ თაფლაკვერს, იგივე ,,პრიანიკს“. თაფლის არომატული ცომისა და მომჟავო-მოტკბო ქლიავის ჯემის კომბინაცია უბრალოდ საოცრებაა. დესერტი მოსამზადებლად ძალიან მარტივია.

უგემრიელესი დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 450 გრ
  • რძე 125 მლ
  • შაქარი 120 გრ
  • კარაქი 100 გრ
  • კვერცხი 1 ცალი
  • თაფლი 3 ს. კ.
  • ილი 1/3 ჩ. კ.
  • დარიჩინი ½ ჩ. კ.
  • ჯავზი (მუსკატის კაკალი) 1/3 ჩ. კ.
  • სოდა 1 ჩ. კ.
  • მარილი მწიკვი
  • ქლიავის ჯემი 200 გრ

მომზადების წესი:

  1. კვერცხის ცილა ათქვიფეთ მწიკვ მარილთან ერთად და თანდათან შეათქვიფეთ შაქარი.
  2. შემდეგ შეურიეთ რძე და გამდნარი, თბილი კარაქი.
  3. დაამატეთ თხელი თაფლი. თუ თქვენ სქელი თაფლი გაქვთ, ოდნავ შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე.
  4. შემდეგ დაამატეთ მოცემული სანელებლები და ყველაფერი კარგად აურიეთ.
  5. თანდათან დაამატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომი უნდა იყოს ელასტიური და რბილი.
  6. მზა ცომი გაყავით 2 ნაწილად. ერთი ნაწილი გააბრტყელეთ პერგამენტის ქაღალდზე 4-5 მმ სისქის მართკუთხედ ფენად.
  7. შემდეგ ცომი ქაღალდით საცხობ ფორმაში გადაიტანეთ.
  8. პირველი ფენა დაფარეთ ქლიავის ან თქვენთვის სასურველი სხვა ჯემით. მთავარია, მასა იყოს სქელი. შიგთავსად შეგიძლიათ მოხარშული შესქელებული რძე გამოიყენოთ.
  9. ცომის მეორე ნაწილი გააბრტყელეთ პირველი ფენის ზომაზე და დააფარეთ შიგთავსს, კიდეები პირველ ფენასთან მჭიდროდ შეაერთეთ და ჩანგლით გააფორმეთ.
  10. კვერცხის გული ათქვიფეთ, ზემოდან გადაუსვით ცომს და მთლიანი ზედაპირი თქვენი სურვილის მიხედვით ჩანგლით გააფორმეთ.
  11. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!