დროთა განმავლობაში ფეხებზე კანი უხეშდება, შრება, იფიტება და თანდათან ჩნდება ნახეთქები, კოჟრები, ბზარები.
ქუსლებზე ბზარების გაჩენას იწვევს ზედმეტი დატვირთვა, გარემო ფაქტორები, ფეხის არასწორი მოვლა. დაბზარული ქუსლები საკმაოდ უსიამოვნო პრობლემაა, გარდა იმისა, რომ დისკომფორტს გიქმნით, ძალიან მტკივნეულია.
შემოგთავაზებთ ხელნაკეთი, ბიუჯეტური და ეფექტური საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ გამომშრალი კანის, ნახეთქების, კოჟრებისა და ბზარების მოშორებას. ქუსლების კანი გაგიხდებათ გლუვი და ნაზი. ნარევი შეგიძლიათ გამოიყენოთ ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ასპირინი 10 აბი
- სპირტი 70%-იანი 250 მლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- პირველ რიგში, ასპირინის აბები წმინდად დაფშხვენით, დაამატეთ სპირტი და კარგად აურიეთ. ნარევი გააჩერეთ 1-2 დღე.
- სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ ძილის წინ. მომზადებული ნარევით გააჯერეთ მარლის საფენი ან რბილი ქსოვილი და დაიფინეთ ქუსლებზე, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დაზიანებულ ადგილებს. შემდეგ შემოიხვიეთ ფოლგა და ამოიცვით წინდა. დილით ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ და შეიზილეთ ცოტა გლიცერინი.
- სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 10 დღე. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ნარევი გამოიყენეთ ყოველ დღე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!