
შეშუპებას იწვევს ორგანიზმის ქსოვილებში ზედმეტი სითხის დაგროვება. სითხის შეკავების გამომწვევი მიზეზებია:
- მაღალი სისხლის წნევა
- პასიური ცხოვრების წესი
- ცხელი ამინდი
- თირკმელების პრობლემები
შეშუპების პრობლემა და ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება შეგიძლიათ აღმოფხვრათ უმარტივესი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული აბაზანებით.
შემოგთავაზებთ ყველაზე ეფექტურ და მრავალჯერ გამოცდილ საშუალებათა რეცეპტებს. აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე ეფექტური და რეგულარულად გაიკეთეთ აბაზანები.
მოცემული საშუალებები მოგიხსნით დაღლილობას, შეშუპებას, გაგათავისუფლებთ ფეხის უსიამოვნო სუნისგან, მოგიშუშებთ დაბზარულ ქუსლებს და გაგიუმჯობესებთ ქუსლების კანის მდგომარეობას.
1. პიტნის აბაზანა
აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- პიტნის (ნედლი ან ხმელი დაქუცმაცებული) ფოთლები 2-3 ს. კ.
- წყალი 4 ჩ. ჭ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
პიტნის ფოთლებს დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 15-20 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და ნაყენი დაამატეთ თბილ წყალს. სამკურნალო, გამაგრილებელ და დამამშვიდებელ აბაზანაში ჩაყავით ფეხები და გააჩერეთ 20 წუთი. უმჯობესია, პროცედურისთვის სათლს თუ გამოიყენებთ.
2. მაგნიუმის სულფატის აბაზანა
აბაზანისთვის დაგჭირდებათ თბილი წყალი და 50 გრ მაგნიუმის სულფატი. მომზადებულ აბაზანაში 20-25 წუთით ჩაყავით ფეხები. პროცედურის დასრულების შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.
3. ფორთოხლისა და ლიმონის ქერქების აბაზანა
საჭირო ინგრედიენტები:
- ფორთოხლისა და ლიმონის ქერქი (ახალი ან გამომშრალი) ერთი მუჭა
- წყალი 1
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ქერქს დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 15 წუთი, გადაწურეთ და შეურიეთ თბილ წყალს და ფეხები ჩაყავით 20 წუთით.
4. ოხრახუშის აბაზანა
მოცემული აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ოხრახუში (ნედლი ან გამხმარი) ერთი მუჭა
- წყალი 1 ლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ოხრახუშს დაასხით ადუღებული წყალი და 15 წუთი გააჩერეთ. ნაყენი გადაწურეთ და დაამატეთ თბილ წყალს. მომზადებულ აბაზანაში ჩაყავით ფეხები და გააჩერეთ 20 წუთი.
თუ ერთი ფეხი ან ტერფი უფრო მეტად გიშუპდებათ, ვიდრე მეორე, რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს, რადგან შესაძლოა ეს გამოწვეული იყოს თრომბის წარმოქმნით, ამიტომ აუცილებლად უნდა დაადგინოთ მიზეზი და დროულად აღმოფხვრათ მოცემული პრობლემა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!