თუ სახსრების ტკივილი ცხოვრების თანამგზავრად გექცა, ეს საშინაო საშუალება აუცილებლად დაგეხმარება

სახსარი ძვლების შეერთების ადგილი და ორგანიზმის მთავარი მამოძრავებელი მექანიზმია. ჯანმრთელი სახსარი კი სრულყოფილი ცხოვრების გარანტია.

სახსრების ტკივილს იწვევს ართრიტი, ბურსიტი, პოდაგრა, სხვადასხვა სახის დაზიანებები ან ზედმეტი დატვირთვა.

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომლის შემადგენლობაში შედის ეფექტური ნივთიერება, კაპსაიცინი. ნაზავი ეფექტურად და სწრაფად მოგიხსნით ტკივილს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:  

  • თბილი ზეითუნის ზეთი მეოთხედი ჩ. ჭ.
  • კაიენის წიწაკა (დაფქული) 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული მასა თხელ ფენად წაისვით მტკივნეულ სახსარზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წ უთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  2. შეღავათს იგრძნობთ პირველივე გამოყენების შემდეგ. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად მალამო გამოიყენეთ დღეში 2-3-ჯერ.

გაფრთხილება:

  • შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება.
  • მომზადებისა და გამოყენების დროს აუცილებლად გაიკეთეთ ხელთათმანები.
  • მოცემული საშუალების ღია ჭრილობაზე გამოყენება სასტიკად აკრძალულია.

გისურვებთ ჯანმრთელობას!